აპიტუიტარიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აპიტუიტარიზმი – (apituitarismus) დაავადება, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის ფუნქციის სრული გამოვარდით, რაც გამოწვეულია მისი თანდაყოლილი არარსებობით ან პათოლოგიური პროცესის შედეგად წინა წილის დაშლით. თანდაყოლილი აპიტუიტარიზმი ვლინდება ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ ჰიპოფიზის ჰიპო – ან აპლაზიით. დამახასიათებელია ზრდის, სქესობრივი განვითარების შეჩერება, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციური უკმარისობის ნიშნები, ზოგადი დამუხრუჭება, მშრალი, დუნე, პიგმენტირებული კანი, ინფექციებისადმი მდგარდობის დაქვეითება. შეძენილი აპიტუიტარიზმის დროს ავადმყოფები ნაკლებმოძრავნი, პასიურნი არიან, სწრაფად იღლებიან; აღენიშნებათ სიგამხდრე, კანის პიგმენტაცია. მიდრეკინლი არიან ჰიპოტონური, ჰიპოგლიკემიურ და ჰიპერთერმული რეაქციებისადმი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა