აპოსტემური ნეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აპოსტემური ნეფრიტი – (ბერძ. Apostema ჩირქგროვა, აბსცესი) მეტასტაზური ჩირქოვანი პროცესი თირკმელში, რომელიც ვლინდება მრავლობითი ჩირქგროვების წარმოქმნით, უპირატესად მის ქერქოვან ნივთიერებაში. დაავადების კლინიკურ სურათში აღინიშნება თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება. რამოდენიმე ხნის შემდეგ ვლინდება ლოკალური ხასიათის სიმპტომები: ტკივილი წელის არეში, რომელიც ირადირებს მუცლის ზედა ნაწილში, მხარში, შარდსაწვეთის გაყოლებით ან ბარძაყში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ბაქტერიემული შოკით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა