არგიროფილური ბოჭკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

არგიროფილური ბოჭკოები – (fibrae argyrophiliae ბერძნ. argyros – ვერცხლი და philia – სიყვარული) ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი ნივთიერების ფიბრილური სტრუქტურები, რომლებიც ინტენსიურად იმპრეგნირდება ვერცხლით. თავისი წარმო­შობითა და ციტოქიმიური თვისებებით არგიროფილური ბოჭკოები იყო­ფა: 1. პრეკოლაგენურებად , რომლებიც მოგვიანებით კოლაგენუ­რებად გადაიქცევიან და 2. რეტიკულინურებად , რომლებიც კოლაგენური ბოჭკოების განვითარებასთან არ არიან დაკავშირებული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა