ართროგენული კონტრაქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ართროგენული კონტრაქტურა – (ქირურგ.) ვითარდება ძვლების შიდასასახსრე და სახსარსახლო მოტეხილობების, ამოვარდნილობების, სახსრის ღრძობის და დისთორზიების დროს. უფრო ხშირად უვითარდებათ ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ სახრსრების მწვავე და ქრონიკული ანთება. არც თუ იშვიათად კონტრაქტურა ვითარდება ჯანმრთელ სახსარშიც, თუკი ის განლაგებულია პათოლოგიურ კერასთან ახლოს, თაბაშირის ნახვევით ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს. მაგალითად, წვივის ძვლების მოტეხილობების დროს თაბაშირით ხანგრძლივი იმობილიზაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს წვივის და მუხლის სახსრების მჭიდროდ მოძრაობა, შემდგომ კი კონტრაქტურაც. ასეთ შემთხვევებში საუბრობენ ე.წ. იმობილიზაციურ კონტრაქტურებზე. განსაკუთრებიოთ ხშირად კონტრაქტურას განიცდიან წვრილი სახსრები (მტევნის თითების სახსრები, 12 – 18 დღის განმავლობაში მათმა იმობილიზაციამ შესაძლოა გამოიწვიოს კონტრაქტურის განვითარება).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა