არტაშანი

არტაშანი – სამარჯვი, რომელიც იხმარება კიდურის უძრაობის (იმობილიზაციის) უზრუნველსაყოფად სახსრის ღრძობის, ძვლის მოტეხილობის, რბილი ქსოვილის დაზიანებისა და სხვ. დროს. განარჩევენ სატრანსპორტო და სამკურნალო არტაშნებს. სატრანსპორტო სტანდარტულ არტაშანს ამზადებენ მუყაოს, ხის, თუნუქის, პლასტმასისა და სხვა მასალისაგან, იყენებენ პირველი დახმარებისათვის და ავადმყოფის გადასაყვანად. პირველი დახმარებისათვის შეიძლება სახელდახელოდ დამზადებული არტაშანის (მუყაო, ხის ტოტი, თოფის კონდახი და სხვ.) გამოყენებაც.

ყველაზე უფრო გავრცელებულია კრამერისა და დიტერიქსის სტანდარტული არტაშნები. სამკურნალო არტაშანი შეიძლება იყოს სპეციალური, განკუთვნილი სხეულის გარკვეული ნაწილისათვის და უნივერსალური, რომელიც იღებს ნებისმიერ ფორმას და მოხერხებულია სხეულის ყველა ნაწილისათვის. სამკურნალო არტაშანში კიდური ხანგრძლივად თავსდება. თ. ახმეტელი [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი