სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

მშობლების მიერ შერჩეული ტოპ 10 საჩუქარი აუტისტი ბავშვებისთვის

აუტისტი ბავშვის მშობლებს რჩევებს აძლევენ საგანმანათლებლო ექსპერტები, პედიატრები და მეცნიერები; მაგრამ ვინ გირჩევთ იმაზე უკეთ, ვიდრე სხვა აუტისტი ბავშვის მშობელი? ამ გვერდზე შეჯამებულია ამერიკელ მშობელთა მოსაზრებები, ხოლო მშობლებს საქართველოდან საკითხის განსახილველად ვიწვევთ ფეისბუქის სპეციალურ გვერდზე

ბავშვებს აუტიზმით, ისევე როგორც ბავშვების უმრავლესობას იზიდავთ სათამაშოები და მათთან დაკავშირებული თამაშები; მშობლებმა შენიშნეს, რომ მათი შვილები უპირატესობას ანიჭებენ გარკვეულ თამაშებს ვიდრე სხვები. ინტერნეტ-მაღაზიებში შექმნილია სპეციალურად აუტისტებისათვის განკუთვნილი საჩუქრების მიმართულება.

გთავაზობთ ტოპ 10 საჩუქარის ჩამონათვალს:

1. დროის ხარისხიანად გატარება

ყველას უყვარს საჩუქრის მიღება, მაგრამ რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი ბავშვისთვის, ვიდრე გართობა მთელს ოჯახთან ერთად. ამიტომ უბრალო, ეფექტური და სასურველი საჩუქარი იქნება დროის ოჯახთან ერთად გატარება, მაგ: გამოაცხოთ რამე ან გააკეთოთ ხელოვნების რაიმე ნიმუში ერთად.

2. საგანმანათლებლო DVD, სათამაშოები და თამაშები

ბავშვები აუტიზმით მიდრეკილნი არიან ისწავლონ ვიზუალურად ან შეხებით. გამოკითხული მშობლების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო DVD, სათამაშოების და თამაშების დახმარებით, ბავშვები სწავლასთან ერთად ერთობიან კიდეც.

3. წიგნები

აუტისტი ბავშვები პოულობენ ბევრ საინტერესოს საბავშვო წიგნებში, მაგ: რითმებს. მათ გააჩნიათ წვრილმანების გახსენების გასაოცარი უნარი. მშობლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ უფროსი ბავშვები ინტერესდებიან წიგნებით, რომელიც ეძღვნება კონკრეტულ შეკითხვებს ისტორიის და მეცნიერების ფარგლებში.

4. გამოცანები

მშობლების თანახმად, თავსატეხები საყვარელი სათამაშოებია აუტისტი ბავშვებისთვის. ცალკეული ნაწილების შეერთება ანიჭებს მათ ტაქტილურ სიამოვნებას; ბავშვები იყენებენ მკვეთრ ფერებს, რომლებიც თანდათან ქმნიან სურათს.

5. თამაშის დრო

მშობლების თქმით, თამაშის დროის დაგეგმვა სხვა ბავშვებთან ერთად, ეხმარება აუტისტ ბავშვებს აითვისონ სოციალური ჩვევები და მიიღონ ემოციური სიამოვნება მეგობრობისგან.

6. ვიდეო თამაშები

როგორც მშობლებმა აღნიშნეს, ვიდეო თამაშები ეხმარება აუტისტ ბავშვებს შეიძინონ თვითდაჯერებულობა. ისინი აძლევენ ბავშვებს ამგვარ თამაშებს მოგზაურობის დროს, როდესაც ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში უნდა იჯდეს.

7. სასაუბრო ბარათები

ასეთი ბარათები კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ უხერხული მომენტები, მაგ: „მე არ მომწონს ის“ და ეხმარებათ ბავშვებს ადვილად გადაიტანონ მსგავსი სიტუაციები.

8. სენსორული სათამაშოები

ზოგიერთი ბავშვი მგრძნობიარეა შეხების მიმართ, ზოგი კი ხმების და ნათებისადმი. საჩუქრები, რომლებიც მოიცავენ შეხებას, მაგ: ფუმფულა სათამაშოები, ფანრები ძალიან პოპულარულია.

9. ლეგო

ყველაზე პოპულარული სათამაშოა ბავშვებში აუტიზმით. ისინი თავს ავლენენ შემოქმედებითი მხრივ და აგრეთვე განიცდიან ტაქტილურ შეგრძნებებს.

10. გამოკითხულთა თითქმის მეოთხედმა თქვა, რომ შვილების საყვარელი გასართობია Ipad

სენსორული ეკრანი იპყრობს მათ ყურადღებას რამოდენიმე საათის განმავლობაში და ეხმარება მათ ისწავლონ და იურთიერთონ.
ჩვენის მხრივ დავამატებდით, რომ აუტისტი ბავშვისათვის საუკეთესო საჩუქრად ძაღლი მიგვაჩნია, თუმცა მისი გაწვრთნა და შენახვის პრობლემები სპეციალურად უნდა იქნას განხილული. ასევე გირჩევდით შეიძინოთ სპეციალური სახელმძღვანელოები მშობლებისთვის. გადასვლა >>>> შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები


სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით