აფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აფექტი – (ლათ. Affectus – სულიერი მღელვარება) ძლიერი, მძაფრად მიმდინარე და შედარებით ხანმოკლე, განწყობილებებისა და ვნებებისაგან (გრძნობებისგან) განსხვავებული, ემოციური განცდა ადამიანისა: მრისხანება, ძრწოლა და ა. შ. თან ახლავს მკვეთრი გამომსახველი მოძრაობები (სპეციფიკური მიმიკა და ჟესტიკულაცია) და ხმიერი რეაქციები (ტირილი, ყვირილი). ზოგჯერ, პირიქით, ადამიანი შეშდება. აფექტის გარეგნული გამოვლენის ფორმები და თვით აფექტის სიღრმე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის ინდივიდუალურ თვისებებზე, კერძოდ მისი ნების აღზრდაზე, უმაღლესი ნერვული მოქმედების ტიპოლოგიურ თავისებურებებზე. აფექტის მდგომარეობაში ადამიანი მთლიანად არის შეპყრობილი იმით, რამაც განცდა აღძრა (,,ცნობიერების დავიწროება”), რის გამოც ირღვევა ინტელექტუალური პროცესების მიმდინარეობა და სუსტდება საკუთარი მოქმედებისადმი კონტროლი. აფექტის დაძლევა მოითხოვს განსაკუთრებულ მობილიზებას და უფრო ადივილად ხორციელდება საწყის სტადიაში. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა