აქტინი

აქტინი – კუნთოვანი ბოჭკოს ცილა. გვხვდება ორი ფორმით: გლობულური (გ – აქტინი) და ფიბრილური (ფ – აქტინი). ნეიტრალური მარილების მოქმედებით გ – აქტინი გადადის უფრო მაღალმოლეკულურ ფ – აქტინში, რომელიც ხასიათდება მაღალი სიბლანტით და ორმაგი შუქტეხით. მოსვენებულ კუნთში აქტინი ფ – აქტინის ფორმითაა და მიოზინთან მაღალი სიბლანტის კომპლექსურ ცილას – აქტომიოზინს – ქმნის. [“1”]

აქტინი (actin) – კუნთოვანი ქსოვილის ცილა (მოლეკულური მასა 42 კდ), არსებობს ორი ფორმით – ფიბრილარული და გლობულარული. გააჩნია მიოზინის მოლეკულის კომპლემენტარული მონაკვეთები და შედის აქტომიოზინის (კუნთების შემკუმშავი ძირითადი ცილა) შემადგენლობაში. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.