აღრიცხვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აღრიცხვა – ნიშნებით ოპერირების წესთა სისტემა, რომელიც აფართოებს შინაარსობრივი აზროვნების შესაძლებლობას ამოცანათა გადაჭრასა და მოცემული აღრიცხვის (,,ენის”) საშუალებებით გამოთქმულ მსჯელობათა დამტკიცებაში. აღრიცხვის თავისებურება იმაშია, რომ ობიექტები, რომლებიც მასში ოპერირებენ, არიან მატერიალური საგნები (რიცხვები, ასოები და სხვ. ნიშნები), ისინი პრაქტიკულად უცვლელი რჩებიან მათდამი აღრიცხვის წესთა მიყენების პროცესში. ისტორიულად აღრიცხვა წარმოიშვა და განვითარდა მათემატიკის ფარგლებში (მაგ. დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა და სხვ.). მოგვიანებით აღრიცხვის აგების მეთოდი გავრცელდა ლოგიკაზე, წარმოიშვა ლოგიკური და ლოგიკურ – მათემატიკური აღრიცხვანი, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა მათემატიკური, ანუ სიმბოლური ლოგიკა, როგორც მეცნიერება, რომელშიაც აღრიცხვის აგების მეშვეობით ლოგიკური ფორმები გამოიხატება. ცოდნის გარკვეულ სფეროთა წარმოდგენა, განსაკუთრებით დედუქციურ მეცნიერებებში, აღრიცხვის სახით, რომელიც აგებულია თანამედროვე ლოგიკაში დამუშავებულ მეთოდთა საფუძველზე, წარმოადგენს ცოდნის ამ სფეროს ფორმალიზაციის ყველაზე უფრო თანამიმდევრულ ფორმას, ასეთი ფორმალიზაციის ეფექტურობა მტკიცდება თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის გამოყენების პრაქტიკით და კიბერნეტიკის განვითარებით (ლოგისტიკური მეთოდი). (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა