ბადურის სისხლძარღვების მწვავე გაუვალობა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბადურის სისხლძარღვების მწვავე გაუვალობა – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია. ჰიპერტონიული დაავადების დროს ბადურის ცენტრალური არტერიის სპაზმი, ენდოკარდიტების, გულის მანკების დროს ბადურის ცენტრალური არტერიის ემბოლია; ათეროსკლეროზისა და სხვა დაავადებების დროს ბადურის არტერიების ან ვენების თრომბოზი. სიმპტომები. ცალ თვალში უეცარი სიბრმავე ან მხედველობის სიმახვილის მკვეთრი დაქვეითება. ბადურის ცენტრალური არტერიის სპაზმის დროს მხედველობის დაკარგვა შეიძლება იყოს დროებითი. დიაგნოზის დასმა ხდება ოფთალმოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე. ბადურის ცენტრალური არტერიის ემბოლიის დროს პროგნოზი, როგორც წესი, ცუდია; სპაზმია და თრომბოზის დროს მხედველობის აღდგენა შესაძლებელია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა