ბადურის ცენტრალური ვენის გაუვალობა

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბადურის ცენტრალური ვენის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური ვენის ან მისი ტოტების სანათურის დახურვა თრომბოზის ან სისხლძარღვის ინტიმის გასქელების შედეგად. სიმპტომები. ბადურის ვენები გაფართოებული და დაკლაკნილია, არტერიები შევიწროებულია, ბადურის შეშუპებული ქსოვილის ფონზე ჩანს მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები, რომელიც ვრცელდება ვენების მიმართულების რადიალურად. მხედველობის ნერვის დისკი შეშუპებულია, მისი საზღვრები არამკაფიოა. მხედველობის სიმახვილე თანდათანობით ქვეითდება. ცენტრალური ვენის თრომბოზის დროს ცვლილებები ნაკლებადაა გამოხატული დაზიანების უბანზეც. დროთა განმავლობაში სისხლჩაქცევები გაიწოვება, მაკულარულ მიდამოში ვლინდება პიგმენტი. შესაძლებელია მეორადი გლაუკომის განვითარება. დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ოფთალმოსკოპური სურათის მიხედვით. პროგნოზი: პერიფერიული მხედველობა უმჯობესდება თითქმის ყველა შემთხვევაში, ცენტრალური – უმრავლეს შემთხვევაში, გარდა ბადურის ცენტრალური ვენის სრული თრომბოზის შემთხვევისა.

გაფრთხილება!

________________________________