ბაზედოვის დაავადება

ბაზედოვის დაავადება ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებით, რასაც ახლავს მისი ჰორმონის – თიროქსინის სეკრეციის გაძლიერება. დაავადება ხშირია ქალებში, განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში; არც თუ იშვიათად დაკავშირებულია ნერვულ – ფსიქიკურ გადაძაბვასთან, განმეორებით სტრესებთან.

დაავადების გამოვლინების პათოგენეზი

მნიშვნელოვანია თიროქსინის მომატებული სეკრეციის გავლენა ქსოვილებსა და ორგანოებში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებზე.~

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიმპტომებია

ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, თვალების გადმოვარდნა (გადმოკარკვლა), მყარი ტაქიკარდია და გულ – სისხლძარღვათა სისტემის სხვა ცვლილებები. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება სისტოლური ჰიპერტონია, მოციმციმე არითმიის, მოგვიანებით სტადიებში კი გულის უკმარისობის განვითარება. ავადმყოფებს აღენიშნებათ მნიშვნელოვანი ნერვულ – ფსიქიკური დარღვევები, აგზნებადობა, მტირალობა, წუხილი, ოფლიანობა, ტრემორი (ხელის თითების კანკალი). არც თუ იშვიათად ვლინდება წონაში დაკლება მომატებული მადის ფონზე. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებას. ცალკეულ ავადმყოფებს აღენიშნებათ კუნთოვანი სისუსტე, საჭმლის მონელების დარღვევა (დიარეა).

დიაგნოზი

დადასტურების მიზნით, უნდა განისაზღვოს ძირითადი ცვლა (მომატებულია), ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის რადიოაქტიური იზოტოპის შთანთქვის უნარი (ის აგრეთვე მომატებულია); სისხლის შრატში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – თიროქსონის, ტრიიოდთირონინის და ცილებთან მიერთებული იოდის განსაზღვრა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

…..