ბაზოფილური გრანულები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაზოფილური გრანულები – (granula basophila ბერძნ.basis – საფუძველი, იხ.ბაზოფილია) ბაზოფილური ლეიკოციტების ციტოპ­ლაზმაში მარცვლოვანება, რომელიც საღებარებით იღებება ლურჯ და მუქ იისფრად, არცთუ იშვიათად ეს მარცვლოვანება იძლევა მეტაქრო­მატულ რეაქციას, ე.ი.იღებება არა იმ ფრად, რა ფერისაც საღებარია (იხ.მეტაქრომაზია). აღნიშნული დაკავშირებულია გრანულებში ჰეპარი­ნის, ჰისტამინის და სხვა ამინოშემცველ ნივთიერებების არსებობას­თან. გრანულები შეიცავს აგრეთვე მჟავე ფოსფატაზას და პეროქსიდაზას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა