ბაიუოტერსის სინდრომი – კრაშ – სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაიუოტერსის სინდრომი – კრაშ – სინდრომი – თირკმლის მწვავე უკმარისობა კუნთოვანი ქსოვილის ვრცელი დაზიანებისას ხანგრძლივი ზეწოლისა და დაბეჟვის შედეგად. აღინიშნება ანურია, არტერიული ჰიპერტენზია, შოკი, აზოტემია, მეორადი ანემია, ლეიკოციტოზი, ჰიპერკალიემია. დიურეზის აღდგენისას თავს იჩენს გამოხატული ალბუმინ – კრეატინ – ჰემოგლობინ – მიოგლობინურია. ღვიძლში და თირკმელებში ჩნდება ნეკროზული კერები. სინონიმები:პაქსონის სინდრომი, ბლუმის სინდრომი II. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა