ბართონელოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბართონელოზი – ტრანსმისიური ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია – ბართონელა; გვხვდება სამხრეთ ამერიკაში. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, ხოლო გადამტანები – მოსკიტები. დასნებოვნებიდან 3 კვირის შემდეგ ვლინდება ცხელება, ინტოქსიკაცია, ჰემოლიზი, სიყვითლე, მეორადი ინფექცია. მწვავე ფაზაში ლეტალობა შეადგენს 50% – ს, შემდგომ მოსალოდნელია ქრონიკული ფაზის განვითარება, რომლისთვისაც დამახასიათებელია კანის დაზიანება კვანძების წარმოქმნით, დაწყლულება; ეს ფაზა გრძელდება 2 წელიწადი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა