ბარტერის ფსევდოსინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბარტერის ფსევდოსინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვითარდება საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული და ხანგრძლივი მიღებისას. ნიშნები: კუჭის ხშირი მოქმედება, ჰიპოკალიემია, მეტაბოლური ალკალოზი, დეჰიდრატაცია, სისხლის პლაზმის რენინის მომატებული აქტივობა, სისხლში ალდოსტერონის მომატებული შემცველობა, საფაღარათო საშუალებების მიღების შემდეგ სიმპტომები სწრაფად ქრება, ბარტერის სინდრომისაგან განსხვავებით სისხლის პლაზმაშიმაგნიუმის ნორმალური შემცველობაა. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა