ბარძაყის მოტეხილობა

ბარძაყის მოტეხილობა – (ახალშობილებში) წარმოიქმნება გართულებული მშობიარობის დროს, საკესირო კვეთისას. გვხვდება დიაფიზული მოტეხილობები და ეპიფიზეოლიზები. ახალშობილის დათვალიერებისას ყურადღებას იქცევს კიდურის იძულებითი მდებარეობა (ფეხი მოხრილია მუხლში და მენჯ – ბარძაყის სახსარში, მიზიდულია), ბარძაყის რბილი ქსოვილების შეშუპება; ეპიფიზეოლიზის დროს დამახასიათებელია მენჯ – ბარძაყის სახსრის კონტურების გადასწორება, აქტიური მოძრაობების მკვეთრი შეზღუდვა, მოტეხილობების კრეპიტაცია.

რენტგენოგრამაზე დიაფიზური მოტეხილობის დროს ჩანს ნატეხების გადანაცვლება; რენტგენოლოგიური ცვილებები ეპიფიზეოლიზის დროს ვლინდება მე – 10 – 12 დღეზე ძვლის მასიური კოჟრის სახით და ქვეამოვარდნილობით მენჯ – ბარძაყის სახსარში.

მკურნალობა ითვალისწინებს დაჭიმვას შადეს მეთოდით, 12 – 14 დღის განმავლობაში. ეპიფიზეოლიზის შემდეგ გვიანდელ პერიოდებში შესაძლებელია მოხდეს კიდურის ზრდის დარღვევა და ბარძაყის ვარუსული დეფორმაციის ფორმირება.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი