ბაქტერიოლიზინები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაქტერიოლიზინები – ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ბაქტერიული უჯრედის დაშლას (ბაქტერიოლიზი). ბაქტერიოლიზინებს გამოყოფს მრავალი ბაქტერია, ცხოველური უჯრედი და სხვ., მაგ., ლურჯჩირქმბადი ჩხირი (Bact. Pyocyaneum) გამოყოფს ჯილეხის (Bact. anthracis), მუცლის ტიფის  (Bact. typhi) და დიფთერიის ჩხირის (Bact. diphtheriae) დამშლელ ბაქტერიოლიზინებს. ადამიანისა და ცხოველის ბაქტერიოლიზინები ანტისხეულებია, რომლებიც ორგანიზმში ბაქტერიების მოხვედრისას გამომუშავდება და ხელს უწყობს მათ დაშლას. სპეციფიკურ ბაქტერიებს რომლებიც მოქმედებენ გარკვეულ მიკროორგანიზმებზე, შეიცავს მხოლოდ იმუნური შრატი, ხოლო არასპეციფიკური ბაქტერიოლიზინები – კომპლემენტები გვხვდება როგორც იმუნურ, ისე ნორმალურ შრატში. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა