ბაქტერიურია

ბაქტერიურია – (ბაქტერია და ბერძნ. uron – შარდი) ბაქტერიების გამოყოფა შარდთან ერთად. შარდში ბაქტერიები ხვდება სისხლიდან (პარტახტიანი ტიფის დროს, ორგანიზმში ბაქტერიული კერის არსებობისას) და ლიმფური გზებიდან (კუჭ – ნაწლავის დაავადების დროს). საშარდე გზების გავლისას ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიონ ანთება. მკურნალობენ ბაქტერიურიის გამომწვევ დაავადებას. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი