ბებერა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბებერა – სხვადასხვა ფორმისა და სიდიდის ბალიშისმაგვარი მომკვრივო წარმონაქმნი კანზე; გამონაყრის ელემენტი, რომლის გაჩენაც დამახასიათებელია ისეთი ალერგიული დაავადებებისათვის, როგორიცაა ჭინჭრის ციება, შრატისმიერი დაავადება, კვინკეს შეშუპება. აქვს მოვარდისფრო – მოწითალო ფერი, შემდეგ ფერმკრთალდება, ხშირად ერწყმის ერთმანეთს და წარმოქმნის რგოლისმაგვარ ფიგურებს. ბებერის გაჩენას თან ახლავს ქავილი, წვა. როგორც წესი, ქრება უკვალოდ, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს კანის პიგმენტაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა