პრეზიდენტის დიეტა

პრეზიდენტის დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 


მე ამას შევძლებ ზღვა

პრეზიდენტის დიეტა

პრეზიდენტის დიეტა არის მცირენარშირწყლოვანი დიეტისა და ნაკლებცხიმიანი დიეტის სინთეზი.
ეს მეთოდი პრინციპულად არ განსხვავდება სხვა მცირენახშირწლოვანი დიეტებისაგან; როგორც ჩანს, პოპულარობა დიეტის სიმარტივემ განაპირობა– სხვა ანალოგიური დიეტებისაგან განსხვავებით, მას არ ჭირდება რთული გამოსათვლელი ცხრილები. იგი მარტივად ამბობს ”ეს ცუდია და შეამცირეთ, ეს კარგია და გაზარდეთ”. დიეტის არსია– უარი ეთქვას ”ცუდ” ნახშირწყლებს და შემცირდეს ”ცუდი” ცხიმების მოხმარება. დიეტა სამ ეტაპად იყოფა:

პირველი ეტაპი

პირველი ეტაპი ამ დიეტაში ყველაზე რთულად ითვლება. პირველ ეტაპის ხანგრძლივობა 14 დღეა. პირველ ეტაპზე რაციონიდან მთლიანად ამოღებულია შაქრის შემცველი ყველა პროდუქტი და ყველა ცხიმიანი პროდუქტი.

იკრძალება:

• შაქარი და ტკბილეულობა, საკონდიტრო ნაწარმი;
• ფქვილისაგან დამზადებული ყველა საკვები, ცომეული, მაკარონი, ნამცხვრები, ორცხობილა და ა.შ.
• სახამებლის შემცველი ყველა პროდუქტი (კარტოფილი, ბურღული და ა.შ.)
• ხილი, კენკრა, წვენები – ისინი ფრუქტოზას შეიცავს
• სტაფილო, სიმინდი
• ნებისმიერი ცხიმიანი ხორცი
• იხვისა და ბატის ხორცი, ქათმის ხორცის კანი და ფეხები
• ცხიმიანი ყველი
• მაწონი და იოგურტი
• ალკოჰოლი.

რეკომენდებულია:

• უცხიმო ხორცი (ძროხის, ხბოს, ღორის ხორცი ს უცხიმო ნაჭრები)
• ინდაურისა და ქათმის ხორცი (ფეხებისა და ფრთის გარდა) კანის გარეშე. სასურველია მკერდის ხორცი.
• თევზი და ზღვის პროდუქტები – ნებისმიერი;
• უსახამებლო ბოსტნეული (კიტრი, ლობიო და ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, მწვანილი, სოკო)
•კაკლოვანები მცირე რაოდენობით (ფისტა, არაქისი, თხილი, ნიგოზი)
• კვერცხის ცილა
• უცხიმო ყველი და ხაჭო
• ზეითუნისა და მზესუმზირას ზეთი

რეკომენდებული პროდუქტები ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება იქნეს გამოყენებული.

პრეზიდენტის დიეტის პირველ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია არ გაგიჩნდეთ შიმშილის განსაკუთრებული გრძნობა, მიირთვათ გემრიელი კერძები. ნებადართული პროდუქტები სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ გემრიელი კერძები მოამზადოთ. (იხ სტატია ”მცირენახშირწყლოვანი კერძები” საიტზე www.medgeo.net). როგორ შეადგინოთ მენიუ ამ პრონციპებიდან გამომდინარე თქვენს გემოვნებასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

სჯობს დიეტის დასაცავად კარგად მოემზადოთ. თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეიმუშავეთ საკუთარი მენიუ, საყვარელი საჭმლის რეცეპტები. კერძების რეცეპტები პრეზიდენტის დიეტისათვის მზადდება ქართული რეალობიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე. პირველ ეტაპზე სასურველია დღეში 6–ჯერადი კვება.

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპის წარმატებით დამთავრების შემდეგ, იწყება დიეტის მეორე ეტაპი. მეორე ეტაპზე, ნებადართული პროდუქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი რაციონში თანდათან და არა უცებ შევიტანოთ. მეორე ეტაპზეც, აუცილებელია დღეში 6–ჯერ კვება. მეორე ეტაპი გრძელდება მანამ, ვიდრე თქვენ სასურველ წონას არ მიაღწევთ ან წონის კლება გაჩერდება. თუკი თქვენ იცავთ დიეტას და წონაში მაინც უკვე აღარ იკლებთ, ე.ი. თქვენი ორგანიზმისათვის ოპტიმალურ წონას მიაღწიეთ და მეტის დაკლება არაა საჭირო.

მეორე ეტაპზე აკრძალული პროდუქტები:

• შაქარი და ტკბილეულობა, თაფლი, ჯემი, მურაბა და ა.შ.
• თეთრი პური, ცომეული თეთრი ფქვილისაგან
• ნამცხვრები, ტორტი
• ბრინჯი
• კარტოფილი, სტაფილო, სიმინდი
• ტკბილი კალორიული ხილი და კენკრა (ბანანი, ანანასი, საზამთრო, ნესვი და ა.შ) აგრეთვე, მისგან დამზადებული წვენები.

ნებადართული პროდუქტები

• უცხიმო ხორცი (ძროხის, ხბოს, ღორის ხორცის უცხიმო ნაჭრები)
• ინდაურისა და ქათმის ხორცი (ფეხებისა და ფრთის გარდა) კანის გარეშე, სასურველია მკერდის ხორცი.
• თევზი და ზღვის პროდუქტები – ნებისმიერი
• უსახამებლო ბოსტნეული (კიტრი, ლობიო და ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, მწვანილი, სოკო)
• კაკლოვანები მცირე რაოდენობით (ფისტა, არაქისი, თხილი, ნიგოზი)
• კვერცხის ცილა
•უცხიმო ყველი და ხაჭო
• ზეითუნისა და მზესუმზირას ზეთი
• ხილ–კენკრა, არატკბილი (ვაშლი, მსხალი, ატამი, ციტრუსი)
• ზოგიერთი ბურღულეული: ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა და ა.შ.
• შავი პური
• მწარე შოკოლადი და კაკაო დაშვებულია წითელი ღვინო მცირე რაოდენობით

მეორე ეტაპზეც, ნებადართული საკვების რაოდენობა შეზღუდული არაა, მაგრამ გადამეტება, განსაკუთრებით ცომეულის, სასურველი არაა.

მესამე ეტაპი

პრეზიდენტის დიეტის მესამე ეტაპი მთელი ცხოვრება გრძელდება. პირველი ორ ეტაპისაგან განსხვავებით, საკმარისია 4–ჯერადი კვება. ნებადართულია პრაქტიკულად ყველა პროდუქტი. თავი უნდა ავარიდოთ: თეთრ ფქვილის ნაწარმს – კარტოფილს – შაქარსა და ტკბილეულს დიეტის ავტორი ამტკიცებს, რომ თუ პირველ ორ ეტაპს ზუსტად შეასრულებთ, ეს პროდუქტები არც მოგინდებათ. პერიოდულად, თუკი წონის მომატება დაიწყეთ, შეგიძლიათ პირველ ეტაპს 1–2 კვირით დაუბრუნდეთ. გემრიელი სადღესასწაულო სუფრების შემდეგ, შეიძლება 3 დღით პროფილაქტიკური დიეტა ჩაიტაროთ. ამ დიეტას ბევრი მომხრე ყავს. წერენ, რომ იგი ამერიკაში მასიური დიეტაა. სიფრთხილე ყოველთვისაა საჭირო და არც ამ დიეტის დროს, განსაკუთრებით კი პირველ თვეს, ცუდი არ იქნება  სამედიცინო დაკვირვება.

თუკი თქვენ გრძნობთ, რომ შეძლებთ ამ დიეტის დაცვას, შეგიძლიათ გადახვიდეთ მომზადებაზე. თავდაპირველად უნდა შეადგინოთ, კერძების კარგი გეგმა: ეს გეგმა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს გემოვნებას და ისეთი უნდა იყოს, რომ დიეტა ტანჯვად არ გექცეთ. ამისათვის ამ დიეტაში საკმაოდ ბევრი პროდუქტია ნებადართული.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში


პრეზიდენტის დიეტა