მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N4, დეკემბერი, 2009 წ.

თხის გრიპიევროპაში ახალი ტიპის ვირუსი – “თხის გრიპი” გავრცელდა. ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან.
ახალი ტიპის გრიპით ნიდერლანდებში უკვე დაინფიცირდა 2 300 ადამიანი, მათ შორის ექვსი გარდაიცვალა. ჰოლანდიის მთავრობამ კი მოითხოვა ათობით ათასი დაინფიცირებული თხის დახოცვა.
უცხოური მედია საშუალებების ინფორმაციით, “თხის გრიპის” სიმპტომები ისეთივეა, როგორიც სხვა გრიპისა. დაავადებულებს აღენიშნებათ ყელის ძლიერი ტკივილი, სურდო, სისუსტე, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა. თუკი დაავადებული თავს არ მიხედავს, იწყება ძლიერი პნევმონია, რასაც შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დაფიქსირებულია გრიპის მხოლოდ ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის შემთხვევები, დაავადების ადამიანიდან ადამიანზე გადადება ჯერ არ დაფიქსირებულა.

საიტიდან: www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/119727.html&hd_line=1

Viewed 949 times by 396 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri