აპენდიციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აპენდიციტი – (ქირურგ.) მწვავე აპენდიციტი – ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დამანატის მწვავე ანთება. გამომწვევები, ჩვეულებრივ არიან სხვადასხვა მიკრობები, რომლებიც იმყოფებიან ნაწლავში (ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკები, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები და სხ.). ქრონიკული აპენდიციტი. სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ ქრონიკული აპენდიციტის ორ სახეობას: მორეციდივე ქრონიკული და პირველადად ქრონიკული აპენდიციტი. მორეციდივე ქრონიკული აპენდიციტი ვითარდება იმ შემთხვევებში, როცა მწვავე აპენდიციტის პირველ შეტევაზე ოპერაცია ჩატარებული არ იქნა, ანთებითი პროცესი ჩაცხრა, თუმცა ავადმყოფის სრული გამოჯანმრთელება ჯერ არ დამდგარა. ასეთ შემთხვევებში, პაციენტებს პერიოდულად, დროის გარკვეული პერიოდების შემდეგ, აღენიშნებათ მწვავე აპენდიციტის შეტევები. პირველადი ქრონიკული აპენდიციტის დროს, ავადმყოფები კატეგორიულად ამტკიცებენ, რომ მწვავე აპენდიციტით არასდროს ავად არ ყოფილან. თუმცა გამოკვლევებით დგინდება, რომ ჩივილები მარჯვენა თეძოს მიდამოში ყრუ ტკივილებზე, შეკრულობებისადმი მიდრეკლება, პერიოდულად განვითარებული გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, პალპაციისას მარჯვენა თეძოს მიდამოს მტკივნეულობა და ა.შ. არ შეიძლება აიხსნას მუცლის ღრუს სხვა ორგანოების დაავადებებით. მკურნალობა – ჭიაყელა დანამატის მოცილება (აპენდექტომია).

გაფრთხილება!