არაკეთილსინდისიერი კონკურენცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

არაკეთილსინდისიერი კონკურენცია – კონკურენტული ბრძოლის მეთოდები, რომლებიც დაკავშირებულია ბაზარზე მიღებული კონკურენციის ნორმებისა და წესების დარღვევასთან. მათ რიცხვს განეკუთვნება: გაყიდვები თვითღირებულებაზე დაბალ ფასში ან დემპინგი კონკურენტის პოზიციათა შერყევის, მისი ბაზრიდან შემდგომი განდევნის მიზნით; კონკურენტის მოღვაწეობაზე კონტროლის დაწესება ამ მოღვაწეობის შეწყვეტის მიზნით; ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; მაგ; ფასების განსაკუთრებული მომატება ან საქონლის მიწოდებაზე უარი; დისკრიმინაციული ფასების ან კომერციული პირობების დადგენა; მაგ: კრედიტის მიღების დიფერენცირებული შესაძლებლობები, კონკრეტული საქონლის წარმოებასა თუ განაწილების მიღებულ შეზღუდვებთან მიმართებაში; პროდუქციის გასაღების დროს შემზღუდველი პირობების და სააგენტო შეთანხმებების შემოღება, რომლებიც განსაზღვრევენ როდის, ვის, რა რაოდენობით და რა პირობებით აწვდიან საქონელს; ვაჭრობებზე საიდუმლო შეთანხმებების და საიდუმლო კარტელების შექმნა; ყალბი ინფორმაცია და რეკლამა. კონკურენტის საქონლისა და პროდუქციის არაკეთილსინდისიერი კოპირება (იმიტაცია); მომსახურების პირობების, სტანდარტებისა და ხარისხის დარღვევა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..