ახალშობილთა მასტიტი

ახალშობილთა მასტიტი – ხშირად აღინიშნება ახალშობილებში სარძევე ჯირკვლების ფიზიოლოგიური შესიების პერიოდში. ჩირქოვანი მასტიტის მიზეზია ინფიცირება ჯირკვლის გამომტანი სადინრებიდან ან დაზიანებული კანიდან. გამოწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკი.

კლინიკური სურათი

ახალშობილთა მასტიტიდაავადება ვლინდება სარძევე ჯირკვლის ზომების გადიდებით, მისი გამკვრივებით, ადგილობრივი ტემპერატურის მომატებით, კანის ჰიპერემიითა და მტკივნეულობით. ინფილტრირებული ჯირკვლის ცალკეულ ადგილებში ვლინდება ფლუქტუაცია. ზიანდება ზოგადი მდგომარეობა: ბავშვი მოუსვენრადაა, ცუდად წოვს, მატულობს ტემპერატურა.

გვიანი დიაგნოსტიკის შემთხვევაში მასტიტი შესაძლებელია გადავიდეს გულმკერდის ფლეგმონაში. ჩირქოვანი მასტიტი განსაკუთრებით საშიშია გოგონებისათვის. მასტიტის მძიმე ფორმების დროს ჯირკვლის ძირითადი ნაწილი იღუპება, გამომტანი სადინრები განიცდიან ობლიტერაციას.

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ჯირკვლების ფიზიოლოგიურ გამკვრივებასთან, რომლის დროსაც ადგილი არა აქვს ანთების ნიშნებს.  

მკურნალობა – დაავადების ინფილტრაციულ ფაზაში მკურნალობა კონსერვატულია. აბსცენდირების დროს – ქირურგიული მკურნალობა.  >>მასტიტი

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

 

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish