ახალშობილთა თანდაყოლილი ქოლანგიოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ახალშობილთა თანდაყოლილი ქოლანგიოპათიები – დაავადების ერთ – ერთი მიზეზია გადატანილი მუცელშიგა ჰეპატიტი. დაავადებისათვის დამახასიათებელია სიყვითლე დაბადებისთანავე, აქოლიური განავალი, მუქი ფერის შარდი. დაბადებიდან 2 – 3 კვირაში დიდდება და მკვრივდება ღვიძლი, დიდდება ელენთაც. თანდათანობით ვითარდეა ღვიძლის ციროზი და პორტული ჰიპერტენზია. ერთ – – ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია პირდაპირი ბილირუბინის სიჭარბე სისხლის ანალიზში. მუცელშიგა ინფექცია, რომელიც მიმდინარეობს ღვიძლის დაზიანებით, გამოირიცხება სეროლოგიური რეაქციით და სპეციალური სინჯებით, სპეციფიკური ფერმენტების გამოკვლევით. გაურკვეველ შემთხვევებში მიმართავენ ლაპარასკოპიას და ღვიძლის ბიოფსიას, ულტრაბგერით სკანირებას. მკურნალობა – სანაღვლე გზების გაუვალობისას ოპერაციულია. ნაღვლის გარეთა გზების ატრეზიის, სტენოზის, ნაღვლის საერთო სადინრის ცისტების დროს კეთდება ბილიოდიგესტიური ანასტომოზები, ნაწლავის იზოლირებული მარყუჟით. ოპერაციები ეფექტურია თუკი ისის ტარდება 2 თვემდე ასაკში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა