ახალშობილთა ჰიალინურ – მემბრანული დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ახალშობილთა ჰიალინურ – მემბრანული დაავადება – ახალშობილთა, უპირატესად დღენაკლი ბავშვების ფილტვების არაინფექციური დაზიანება; ხასიათდება ჰიალინისმაგვარი ნივთიერების ჩალაგებით ალვეოლების შიგა ზედაპირზე. ბავშვები ჰიალინურ – მემბრანული დაავადებით შესაძლოა დაიბადნონ უმნიშვნელო პათოლოგიური მოვლენებით, თუმცა უკვე 1 ½ – 2 საათის შემდეგ აღინიშნება ქოშინი, ციანოზი, რომელიც თანდათანობით მატულობს; უკვე 24 – 48 საათისათვის სუნთქვა გახშირებულია 80 – 140 – მდე წუთში; შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის შეჩერება, მზარდი ციანოზი და ჰიპოთერმია, პერიფერიული შეშუპებები, კრუჩხვები; დაავადების კეთილსაიმედოდ მიმდინარეობისას შესაძლოა დადგეს გამოჯანმრთელება 48 – 72 საათის შემდეგ, ზოგჯერ დაბადებიდან 5 – 6 დღის შედეგ; განსაკუთრებით ხშირი გართულებაა პნევმონია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა