ბეკუიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბეკუიტის სინდრომი – თანდაყოლილ ანომალიათა კომპლექსი. მაკროგლოსია, ომფაცელე ან ჭიპის სხვა ანომალიები, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ციტომეგალია, თირკმლების ჰიპერპლაზია მედულარული სუბსტანციის დისპლაზიით, კუჭუკანა ჯირკვლის ჰიპერპლაზია, ტესტიკულებში ლეიდიგის უჯრედების ჰიპერპლაზია. დასაწყისში გამოხატულია ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა, რაც გრძელდება მხოლოდ რამდენიმე თვე. ხშირად აღინიშნება სწრაფი ზრდა ძვლების დაჩქარებული განვითარებით. გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული წესით. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა