მონოდიეტებისათვის მომზადება

მონოდიეტებისათვის მომზადება

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 


მონოდიეტებისათვის მომზადება

დიეტის დაცვა გაცილებით გაგიადვილდებათ, თუ წინასწარ მოემზადებით. მომზადება ორი მიმართულებითაა საჭირო.

1. დიეტისათვის მომზადების ორგანიზაციული საკითხები

მონოდიეტებისათვის მომზადებადიეტისათვის ორგანიზაციულად მომზადებაცაა საჭირო. იგი ორიეტაპისაგან შედგება: ა) თავდაპირველად სწორად უნდა გაიაზროთ გჭირდებათ თუ არა დიეტა, ხშირად დიეტა არაა საჭირო–საკმარისია გადახვიდეთ კვების სწორ და ზომიერ რეჟიმზე, ჩაატაროთ მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები, ისეირნოთ. იხ. სტატია ”სწორი კვება”

ბ) თუკი მაინც გადაწყვეტთ, რომ დიეტა გჭირდებათ, გაიაზრეთ–რამდენად ხანგრძლივი და მკაცრი დიეტა გჭირდებათ. რაც უფრო სწრაფია რეზულტატები, ანუ რაც რაც უფრო სწრაფად იკლებთ წონაში, მით უფრო ”მკაცრია” და ჯანმრთელობისათვის არასასურველია დიეტა. თუკი თქვენს მიზნებს არ ეწინააღმდეგება, ჯობს აირჩიოთ ”მსუბუქი”, ხანგრძლივი დიეტა და ცხოვრებისა და კვების სწორი რეჟიმი.

გ) და ბოლოს, კარგად უნდა გაიაზროთ, რამდენად შეგიძლიათ შერჩეული დიეტის რაციონის უზრუნველყოფა როგორც ფინანასურად, ასევე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. ჯობს დიეტის სახე შეარჩიოთ სეზონის მიხედვით, გამოიყენოთ ის პროდუქტები, რომლებიც ახალი, ცოცხალია ხელმისაწვდომი.

2. მოამზადეთ თქვენი ორგანიზმი

დიეტამდე 1–2 დღით ადრე შეამცირეთ საკვები, დაიცავით კვების დროითი რეჟიმი, მოერიდეთ მაძღრისად ჭამას. სწორი კვების რეჟიმის დაცვა აუცილებელია დიეტის შემდგომაც. დიეტის დამთავრების შემდეგ არ შეიძლება უეცრად დიდი რაოდენობის საკვების მიღება. დიეტაში თანდათან, ფრთხილად უნდა შეხვიდეთ და ასევე თანდათან გამოხვიდეთ მისგან.

ლიტერატურაში რეკომენდებულია დიეტისაგან თავისუფალ დღეებში რაციონში ჩავრთოთ სისხლის გამწმენდი სალათა. იგი ასე კეთდება: 50 გრამი ჭარხალი და სტაფილო გავხეხოთ დავუმატოთ 50 გრამი წვრილად დაჭრილი თეთრთავიანი კომბოსტო, ზეითუნის ზეთი და ცოტა თაფლი.

3. მიიღეთ ექიმის კონსულტაცია

ბევრი დიეტა ორგანიზმში ფუნქციონალურ ცვლილებებს იწვევს. თუკი თქვენ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, დიეტის დაწყებამდე გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ. ყველა შემთხვევაში სასურველია დიეტა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდეს.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში