ბრინჯის დიეტა

ბრინჯის დიეტა გამწმენდი დიეტების ჯგუფს მიეკითვნება .

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

 1. ბრინჯის დიეტა – აღწერა

ითვლება, რომ ბრინჯი არა მარტო გემრიელი და ყუათიანია, არამედ მას აქვს უნარი მოახდინოს სხვადასხვა შლაკებისა და მავნე ნივთიერებების აბსორბცია და გამოყოფა ორგანიზმიდან.

ბრინჯის  დიეტების მრავალი ვარიანტი არსებობს. ამ დიეტებს ლიტერატურაში რეკლამირება უკეთდებათ, არა მარტო როგორც წონის დასაკლებ, არამედ როგორც ორგანიზმის გამწმენდ პროდუქტს. მოგვყავს ბრინჯის დიეტის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც დალაგებულია “რთულიდან მარტივისკენ”.

1.1. ბრინჯის დიეტა , მკაცრი

უნდა მოხარშოთ 1 ჭიქა ბრინჯი და პატარ–პატარა ულუფებად მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ დააყოლოთ ვაშლის წვენი. თუკი ძალიან გაგიჭირდათ, მიირთვით 1–2 კანგაცლილი ვაშლიც მთელი დღის მანძილზე. ეს დიეტა თავდაპირველად 1–3 დღე შეიძლება დაიცვათ. შემდეგ კი გაიმეოროთ კვირაში ერთი დღე, ან თვეში ერთხელ, სამი დღით.

1.2. ბრინჯის ნაკლებად მკაცრი დიეტა
ამ დიეტას უფრო სწორი იქნება ფლავის დიეტა ვუწოდოთ. დღეში შეგიძლიათ მიიღოთ 500 გრამი მოხარშული ბრინჯი, რომელსაც გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ: უცხიმო ხორცი ან თევზი, ქიშმიში, მუხუდო. სიმინდი. თუ გაგიჭირდათ დღეში შეიძლება მიიღოთ ნახევარი კილოგრამი ვაშლი. სითხე მიიღება ვაშლის წვენის სახით. ბრინჯზე დანამატების დღიური ნორმა 200 გრამია. ჯობს ცვალოთ დანამატები. ეს დიეტა, შეიძლება 7–10 დღე გაგრძელდეს და განმეორდეს ყოველ 2 თვეში.

1. 3. ბრინჯის  დიეტა , ხანგძლივი 

ცხადია, ზემოთ აღწერილი დიეტებით წონაში დაიკლებთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ დიეტებით ორგანიზმის გაწმენდა ხდება. თუკი დაკლებული წონა არ გაკმაყოფილებთ, ბრინჯის დიეტა შეგიძლიათ ჯანმრთელობის კონტროლოს ქვეშ, გააგრძელოთ ოთხ კვირამდე. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმის გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დიეტის კომპონენტები შეავსოთ ხოლით, უცხიმო ხორცი თა და თევზით. სხვადასხვა ლიტერატურის მიხედვით, რეკომენდებულია ბრინჯის ხანგრძლივი დიეტის დროს მიიღოთ კალიუმის პრეპარატები. ჩვენი აზრით, ჯობს ბრინჯის დანამატებში შეიტანოთ კალიუმის შემცველი პროდუქტები და პრეპარატების მიღებას თავი აარიდოთ  (ცხადია თუკი ექიმი არ გირჩევთ). იხილეთ სტატია “კალიუმის შემცველობა საკვებ პროდუქტებში”.

ბრინჯის დიეტის დროს, უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ე.წ. ”გაუწმენდავი ბრინჯი” – იგი მეტი რაოდენობით შეიცავს B –ჯგუფის ვიტამინებს.

2. ბრინჯის დიეტის შეფასება

ბრინჯის დიეტა2.1 დიეტის პლიუსები
გარდა იმისა, რომ ბრინჯი გემრიელი და ყუათიანია, მას უნარი აქვს  მოახდინოს სხვადასხვა შლაკებისა და მავნე ნივთიერებების აბსორბცია და გამოყოფა ორგანიზმიდან. ბრინჯი  ხელმისაწვდომია ყველასათვის და ნებისმიერ სეზონზე.
2.2 დიეტის უარყოფითი მხარეები
ბრინჯის ზედმეტმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის შესქელება და ქვების გაჩენა ნაღვლის ბუშტში. ცილების ნაკლებობა იწვევს ჰემოგლობინის შემცირებას სისხლში. ბრინჯში ვიტამინები ცოტაა. ქიმიური ვიტამინური პრეპარატების მიღება შეიძლება, მაგრამ ისინი აძლიერებენ მადას და, შედეგად, შიმშილის გრძნობას.
ბრინჯის დიეტის უარყოფითი მხარეა – ბუასილის საშიშროება. პროფილაქტიკისათვის სპეციალისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ თურმანიძის მალამო ლურჯ–ყითელი შეფუთვით, განსაკუთრებით– თუკი გვაქვს ბუასილი ან მიდრეკილი ვართ მისადმი.

3. ბრინჯის დიეტა – კალორიულობა

კალორიულობა: 283.8კ/კალ. წყალი: 14.0 გრ. ცილები: 7.3 გრ. ცხიმები: 2.0 გრ. ნახშირწყლები: 63.1 გრ. მონო და დისაქარიდები: 3.1 გრ. სახამებელი: 55.2 გრ. საკვები ბოჭკოები: 9.0 გრ. ნაცარი: 4.6 გრ. ვიტამინი B1: 0.5 მგ. ვიტამინი B2: 0.1 მგ. ვიტამინი B3: 0.6 მგ. ვიტამინი B6: 0.5 მგ. ვიტამინი B9: 35.0 მკგ ვიტამინი E: 1.0 მგ. ვიტამინი H: 12.0 მკგ ვიტამინი PP: 3.8 მგ. ქოლინი: 85.0 მგ. რკინა: 2.6 მგ. კალიუმი: 202.0 მგ. კალციუმი: 66.0 მგ. სილიციუმი: 1240.0 მგ. მაგნიუმი: 96.0 მგ. ნატრიუმი: 89.0 მგ. ფოსფორი: 60.0 მგ. ფოსფორი: 328.0 მგ. ქლორი: 133.0 მგ. ალუმინი: 912.0 მკგ ბორი: 224.0 მკგ ვადალიუმი: 400.0 მკგ იოდი: 2.3 მკგ კობალტი: 6.9 მკგ მარგანეცი: 3630.0 მკგ სპილენძი: 560.0 მკგ მოლიბდენი: 26.7 მკგ ნიკელი: 51.6 მკგ სელენი 20.0 მკგ ფთორი: 80.0 მკგ ქრომი: 2.8 მკგ თუთია: 1800.0 მკგ

ზომის ერთეულები: ჩაის ჭიქა250.0 გრ. დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ. ჩაის კოვზი: 7.0 გრ. სუფრის კოვზი: 20.0 გრ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში