ხაჭოს დიეტა

ხაჭოს დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ
ხაჭოს დიეტა

ხაჭო

ხაჭოს დიეტახაჭო უნიკალური პროდუქტია. იგი შეიცავს ცილების დიდ რაოდენობას, მიკროელემენტებს – კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, ვიტამინების გარკვეულ რაოდენობასა და აგრეთვე, საჭმლის მონელებისათვის საჭირო ლაქტობაქტერიებს. ხაჭოს მიერ ცილებს ადამიანის ორგანიზმი ბრწყინვალედ ითვისებს. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი, რომლის ორგანიზმი ვერ ითვისებს ხაჭოში შემავალ ძირითად ცილას–კაზეინს.

ხაჭოს ცილა შეიცავს ამინომჟავების სრულ კომპლექტს. ხაჭო, ამინომჟავა მეთიონინის მაღალი შემცველობის გამო, აწესრიგებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. დიდად სასარგებლოა თირკმლებისა და ღვიძლის, აგრეთვე საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის პრობლემების მქონე ადამიანებისათვის. მასში შემავალი რკინა აუცილებელია სისხლმბადი ორგანოებისათვის. რობოფლავინი, რომელსაც ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს, სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლისათვის.
კალციუმის საკმარისი რაოდენობა ეს ნიშნავს ლამაზ ფრჩხილებს, თმას, კანს, მყარ ჩონჩხს. კალციუმის მაღალი შემცველობის გამო, ხაჭოს ქალები განსაკუთრებით აფასებენ. კალციუმს ადამიანის ორგანიზმი ხაჭოდან უკეთესად ითვისებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკვებიდან.
ხაჭოს დიეტისათვის ცხადია უცხიმო ხაჭო უნდა იქნეს გამოყენებული. ჯობს გლეხისაგან შეძენილი “მოხდილი” ხაჭო. იგი ახალი უნდა იყოს. ყველაზე სასარგებლოდ ერთდღიანი ხაჭო მიიჩნევა. 3 დღის ხაჭო ჯობს რაიმე კერძის დასამზადებლად გამოიყენოთ.
ხაჭო დიდი ცილოვანი დატვირთვაა. მისი ჭარბი რაოდენობით მიღება არღვევს ორგანიზმში კალციუმის ცვლას. თუკი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაქვთ, ცილების ცუდად შეწოვის გამო, ცუდად შეიწოვება კალციუმიც, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ხაჭოს დიეტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
ხაჭოს დიეტის ვარიანტი 1.

მიირთვით დღის მანძილზე 700–1000 გრამი ხაჭო, სასურველია 6 ულუფად.
შეზღუდეთ წყლის მიღება 1–2 ჭიქამდე. დიეტის ამ ვარიანტის დაცვა საკმარისია 1 დღე. (განტვირთვის დღე). შეიძლება თვეში ერთხელ გამეორება.

ხაჭოს დიეტის ვარიანტი 2. 

ჩართეთ დიეტაში, თქვენთვის სასურველი დაბალკალორიული საკვები ზომიერი რაოდენობით.
იხილეთ სტატია ”პროდუქტების კალორიულობა” >>>.
ამგვარი დიეტა 1 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს; შეიძლება 2 თვეში ერთხელ გამეორება.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში