გადასვლა საიტის – ,,დიეტები”-სათაო გვერდზე
წინამდებარე სტატია სამი ნაწილისაგან შედგება: 1. დიეტის აღწერა; 2. დიეტის შეფასებები; 3. პროდუქტის შემადგენლობა; 4. გამოხმაურებების ანალიზი; 5. თანამშრომლობა.
1. დიეტის აღწერა
ისევე, როგორც მონოდიეტების უმეტესობა, კარტოფილის დიეტა რამდენიმე ვარიანტად არსებობს. ამ ვარიანტებს შორის ძირითადი განსხვავება ან კარტოფილის რაოდენობაში, ან ”დამატებითი” პროდუქტების ასორტიმენტშია. კარტოფილის დიეტის დაცვის წინ, კარგად უნდა გავიაზროთ, გვაქვს თუ არა საშუალება შევიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი. იხ. სტატია ”დიეტები და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები”.
ვარიანტი 1. კარტოფილის ყველაზე მკაცრი დიეტა
პირველი კვება – 1 ჭიქა რძე
მეორე კვება – 300 გრამი კარტოფილის პიურე
მესამე კვება– კარტოფილის სალათი. იგი მზადდება ასე: 250 გრამ მოხარშულ კარტოფილსა და კვერცხს დავუმატოთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი. სურვილის მიხედვით– შავი წიწაკა და ძმარი.
ამ დიეტით დღეში შეიძლება ნახევარი კილოგრამის დაკლება, მაგრამ ამ დიეტის დაცვა 5 დღეზე მეტხანს არ შეიძლება. დიეტა თვეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება განმეორდეს, მაგრამ ჯობს სხვა დიეტებით ჩაანაცვლოთ.
ვარიანტი 2.
კარტოფილის დიეტის მეორე ვარიანტი უფრო მსუბუქია. ერთი კილოგრამი მოხარშული კარტოფილი მივიღოთ დღეში 6–ჯერ თანაბარი ოდენობით.
სასურველია გემოვნების მიხედვით, ზომიერად დაუმატოთ სხვადასხვა მწვანილები. თუკი შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ, შეიძლება პატარა ნაჭერი კარაქიანი პურის, სადილზე კი – ვაშლის ან სხვა ხილის ზომიერი მიღება. სითხე მიღებულ უნდა იქნეს ბალახების ნაყენის, უშაქრო მწვანე ჩაის ან მინერალური წყლების სახით.
დიეტის ხანგძლივობა 7–10 დღეა; შეიძლება განმეორებულ იქნეს 2 თვეში ერთხელ.
ვარიანტი 3.
თუკი შიმშილის გრძნობა ძალიან გაწუხებთ, კარტოფილის დიეტის მეორე ვარიანტს შეგიძლიათ დაუმატოთ 100 გრამი ხაჭო ან უმარილო ყველი, 200 გრამამდე ბოსტნეული, უცხიმო ხორცის პატარა ნაჭერი, მოხარშული ან შემწვარი კვერცხი.
დიეტის მესამე ვარიანტის ხანგძლივობა 10 დღეა. შეიძლება განმეორებულ იქნეს 2 თვეში ერთხელ.
2. შემადგენლობა
კალორიულობა: 72.7კ/კალ.
წყალი: 78.6 გრ.
ცილები: 2.0 გრ.
ცხიმები: 0.4 გრ.
ნახშირწყლები: 16.3 გრ.
უჯერი ცხიმოვანი მჟავები: 0.1 გრ.
მონო და დისაქარიდები: 1.3 გრ.
სახამებელი: 15.0 გრ.
საკვები ბოჭკოები: 1.4 გრ.
ორგანული მჟავები: 0.2 გრ.
ნაცარი: 1.1 გრ.
ვიტამინი A: 0.02 მგ.
ვიტამინი B1: 0.1 მგ.
ვიტამინი B2: 0.07 მგ.
ვიტამინი B3: 0.3 მგ.
ვიტამინი B6: 0.3 მგ.
ვიტამინი B9: 8.0 მკგ
ვიტამინი C: 20.0 მგ.
ვიტამინი E: 0.1 მგ.
ვიტამინი H: 0.1 მკგ
ვიტამინი PP: 1.3 მგ.
რკინა: 0.9 მგ.
კალიუმი: 568.0 მგ.
კალციუმი: 10.0 მგ.
მაგნიუმი: 23.0 მგ.
ნატრიუმი: 5.0 მგ.
გოგირდი: 32.0 მგ.
ფოსფორი: 58.0 მგ.
ქლორი: 58.0 მგ.
ალუმინი: 860.0 მკგ
ბორი: 115.0 მკგ
ვადალიუმი: 149.0 მკგ
იოდი: 5.0 მკგ
კობალტი: 5.0 მკგ
ლითიუმი: 77.0 მკგ
მარგანეცი: 170.0 მკგ
სპილენძი: 140.0 მკგ
მოლიბდენი: 8.0 მკგ
ნიკელი: 5.0 მკგ
რუბიდიუმი: 500.0 მკგ
ფთორი: 30.0 მკგ
ქრომი: 10.0 მკგ
თუთია 360.0 მკგ
ზომის ერთეულები:
1 ცალი: 100.0 გრ.
ჩაის ჭიქა250.0 გრ.
დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ.
ჩაის კოვზი: 7.0 გრ.
სუფრის კოვზი: 20.0 გრ.
3. თანამშრომლობა
თუკი თქვენ გაქვთ ამ დიეტის დაცვის გამოცდილება, მოგვწერეთ დაწვრილებით, ჩვენ სტატიაში გავაშუქებთ თქვენს გამოცდილებასაც.
სიამოვნებით ვითანამშრომლებთ სპეციალიტებთანაც. საკონტაქტო ელფოსტა mpifarm@gmail.com
სტატია მოამზადეს მანანა კიკნაძემ და არჩილ შენგელიამ

…
Viewed 4104 times by 2711 viewers


