სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა საიტის – ,,დიეტები”-სათაო გვერდზე

კიტრის დიეტაკიტრი მცირეკალორიული პროდუქტია, შედარებით კარგად ანაყრებს და ამდენად, დიეტის დაცვა შედარებით მარტივია. ამასთან, კიტრი ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების გამოტანას – იგი კარგი შარდმდენია. აქვს  დაბალი ენერგეტიკული შემადგენლობა – დაახლოებით 900 კილოკალორია.
ეს დიეტა (კიტრი სეზონზე )მოხერხებულია სიიაფის გამო.
კიტრის დიეტაზე დაახლოებით ერთი კვირა შეიძლება ჯდომა. აუცილებელია ვიტამინების და მოკროელემენტების მიღება, რადგან კიტრი მათ ფაქტიურად არ შეიცავს.
ყურადღება მიაქციეთ – კიტრი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა. ხშირად იგი ქიმიკატებით მოყავთ.

პირველი კვება
კიტრის სალათი. მცირე რაოდენობით შეგიძლიათ დაუმატოთ დაბალკალორიული მაიონეზი და მარილი, სხვადასხვა მწვანილი, შავი პური მცირე რაოდენობით და ჩაი.

მეორე კვება
კიტრის სალათი. მცირე რაოდენობით შეგიძლიათ დაუმატოთ დაბალკალორიული მაიონეზი და მარილი, სხვადასხვა მწვანილი, შავი პური მცირე რაოდენობით და ჩაი.

მესამე კვება

კიტრის სალათი. მცირე რაოდენობით შეგიძლიათ დაუმატოთ დაბალკალორიული მაიონეზი და მარილი, სხვადასხვა მწვანილი, შავი პური მცირე რაოდენობით და ჩაი.

ძილის წინ – შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ცალი ხილი – ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი ან იმავე წონის ხილის ასორტი (ნარევი)

სასურველია, კოსმეტიკური მიზნით, სახეზე დაიდოთ კიტრის ნიღაბი.
კიტრი ათეთრებს კანს, არბილებს და კვებავს. ეფექტი შესამჩნევი იქნება.

2. დიეტის შეფასება
2.1 დიეტის პლიუსები

კიტრის დიეტაწონის დაკლებასთან ერთად ხდება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია; დიეტა მარტივი და შესასრულებლად იოლია – შიმშილის გრძნობა არ წარმოიქმნება. წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფ და ეფექტურ დიეტას – უკვე პირველ 2 დღეში წონაში იკლებთ მინიმუმ 1 კგ-ს, კვირის ბოლოს – 5 კგ-მდე. ამავე დროს ორგანიზმი იწმინდება შლაკებისაგან, კანი იძენს ჯანსაღ შესახედაობას.

2.2 დიეტის უარყოფითი მხარეები

კიტრის დიეტის მენიუში თუკი შედის დამწნილებული კიტრი – ეს უკუნაჩვენებია თირკმლის კენჭოვანი დაავადების მქონე პირებისათვის; ასეთ დროს აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

3. შემადგენლობა

საკვები ნივთიერებები, ვიტამინები, მიკროელემენტები  100 გრ კიტრში

კალორიულობა: 15.4კ/კალ.
წყალი: 95.0 გრ.
ცილები: 0.8 გრ.
ცხიმები: 0.1 გრ.
ნახშირწყლები: 3.0 გრ.
მონო და დისაქარიდები: 2.5 გრ.
სახამებელი: 0.1 გრ.
საკვები ბოჭკოები: 0.7 გრ.
ორგანული მჟავები: 0.1 გრ.
ნაცარი: 0.5 გრ.
ვიტამინი A: 0.06 მგ.
ვიტამინი B1: 0.03 მგ.
ვიტამინი B2: 0.04 მგ.
ვიტამინი B3: 0.3 მგ.
ვიტამინი B6: 0.04 მგ.
ვიტამინი B9: 4.0 მკგ
ვიტამინი C: 10.0 მგ.
ვიტამინი E: 0.1 მგ.
ვიტამინი H: 0.9 მკგ
ვიტამინი PP: 0.2 მგ.
რკინა: 0.9 მგ.
კალიუმი: 141.0 მგ.
კალციუმი: 23.0 მგ.
მაგნიუმი: 14.0 მგ.
ნატრიუმი: 8.0 მგ.
ფოსფორი: 42.0 მგ.
ქლორი: 25.0 მგ.
ალუმინი: 425.0 მკგ
იოდი: 3.0 მკგ
კობალტი: 1.0 მკგ
მარგანეცი: 180.0 მკგ
სპილენძი: 100.0 მკგ
მოლიბდენი: 1.0 მკგ
ფტორი: 17.0 მკგ
ქრომი: 6.0 მკგ
ცინკი: 215.0 მკგ
ზომის ერთეულები:
1 ცალი: 100.0 გრ.
ჩაის ჭიქა250.0 გრ.
დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ.
ჩაის კოვზი: 7.0 გრ.
სუფრის კოვზი: 20.0 გრ. 

4. გამოხმაურებები

5. თანამშრომლობა

თუკი თქვენ გაქვთ ამ დიეტის დაცვის გამოცდილება, მოგვწერეთ დაწვრილებით, ჩვენ სტატიაში გავაშუქებთ თქვენს გამოცდილებასაც.

სიამოვნებით ვითანამშრომლებთ სპეციალიტებთანაც. საკონტაქტო ელფოსტა mpifarm@gmail.com

სტატია მოამზადეს მანანა კიკნაძემ და არჩილ შენგელიამ

 

Viewed 6221 times by 3826 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka