კომბოსტოს დიეტა

კომბოსტოს დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ
კომბოსტოს დიეტა

1. დიეტის აღწერა

ამ დიეტისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩვენში გავრცელებული ყველა კომბოსტო. შეიძლება, ცვალოთ კომბოსტოს სახეობები. დიეტა საკმაოდ მკაცრია, მაგრამ შიმშილის გრძნობა ნაკლებადაა, რადგან კუჭი მუდმივადაა სავსე. შეგიძლიათ მიიღოთ კომბოსტო რამდენიც გნებავთ. შეიძლება მიღება უმად, ასევე მოხარშულის ან უცხიმოდ ჩაშუშული.

პირველ კვება

ყავა უშაქროდ ან შაქრის შემცვლელით

მეორე კვება

კომბოსტოს სალათი ნებისმიერი რაოდენობით. შეიძლება დაუმატოთ ერთი კოვზი მცენარეული ზეთი. ერთი დღის შემდეგ უკვე შეიძლება თითო მოხარშული კვერცხის დამატება.

მესამე კვება

200 გრამი სოკო ან უცხიმო, მოხარშული ხორცი ძროხის ან ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი. მარილის დამატება არაფერზე არ შეიძლება. კვებათაშორის პერიოდში, თუ მოგშივდებათ, შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი რაოდენობის კომბოსტო. თუ გსურთ შეგიძლიათ დღეში მიიღოთ 2 ლიტრამდე წყალი ან მწვანე ჩაი. ამ დიეტის დაცვა საჭიროა 10 დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე 7–10 კილოგრამის დაკლება შეიძლება.

2. დიეტის შეფასება

2.1 დიეტის პლიუსები

კომბოსტოს დიეტაკომბოსტოს დიეტის მთავარ უპირატესობად ითვლება წონის მაქსიმალურად ეფექტური დაკლება – დიეტის ჩამთავრებისა და კვების ჩვეულ, სწორ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ წონაში მატება აღარ ხდება, ანუ დიეტის შედეგი ხანგრძლივია.

დიეტა რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კუჭისა და 12-გოჯას წყლული, ქრონიკული და მწვავე გასტრიტები, ენტერიტები და კოლიტები, ინფექციური დაავადებები და ა. შ.), ღვიძლის, თირკმელების დაავადებების მქონე პირებისათვის, თუმცა ყველა შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. კომბოსტოს დიეტა ეფექტურად მოქმედებს ნაწლავის სტიმულაციაზე, წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისაგან.

 

2.2 დიეტის უარყოფითი მხარეები

დიეტა ხასიათდება ნახშირწყლების დაბალი შემცველობით, ამდენად შრომისუნარიანობა რამდენადმე ქვეიჱთდება; შესაძლებელია აპათია, თავის ტკივილი, რეაქციების სიჩქარისა და მეხსიერების რამდენადმე დაქვეიტება.; გამომდინარე ექედან მიზანშეწონილია დიეტის დაცვა შვებულების პერიოდში. დიეტა არ არის იდეალურად ბალანსირებული ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, ამიტომ ზოგჯერ საჭირო ხდება დამატებით ვიტამინურ-მინერალური კომპლექსური პრეპარატების მიღება. დიეტა საკმაოდ მკაცრია, მისი დაცვა რთულია, თუმცა ეფექტურია.

ამ დიეტის მინუსად ითვლება ისიც, რომ ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია არ ხდება და დიეტის შემდეგ ორგანიზმი მაქსიმალურად ცდილობს აღიდგინოს დაკარგული კილოგრამები. გამომდინარე აქედან აუცილებელია შემდგომში კვების რაციონალური პრინციპების დაცვა.

3. შემადგენლობა

კალორიულობა: 25.7კ/კალ. წყალი: 90.4 გრ. ცილები: 1.8 გრ. ცხიმები: 0.1 გრ. ნახშირწყლები: 4.7 გრ. მონო და დისაქარიდები: 4.6 გრ. სახამებელი: 0.1 გრ. საკვები ბოჭკოები: 2.0 გრ. ორგანული მჟავები: 0.3 გრ. ნაცარი: 0.7 გრ. ვიტამინი A: 0.02 მგ. ვიტამინი B1: 0.03 მგ. ვიტამინი B2: 0.04 მგ. ვიტამინი B3: 0.2 მგ. ვიტამინი B6: 0.1 მგ. ვიტამინი B9: 10.0 მკგ ვიტამინი C: 45.0 მგ. ვიტამინი E: 0.08 მგ. ვიტამინი H: 0.1 მკგ ვიტამინი PP: 0.7 მგ. რკინა: 0.6 მგ. კალიუმი: 300.0 მგ. კალციუმი: 48.0 მგ. მაგნიუმი: 16.0 მგ. ნატრიუმი: 13.0 მგ. გოგირდი: 37.0 მგ. ფოსფორი: 31.0 მგ. ქლორი: 37.0 მგ. ალუმინი: 570.0 მკგ ბორი: 200.0 მკგ იოდი: 3.0 მკგ კობალტი: 3.0 მკგ მარგანეცი: 170.0 მკგ სპილენძი: 75.0 მკგ მოლიბდენი: 10.0 მკგ ნიკელი: 15.0 მკგ ფთორი: 10.0 მკგ ქრომი: 5.0 მკგ თუთია: 400.0 მკგ

ზომის ერთეულები: 1 თავი: 1500.0 გრ. ჩაის ჭიქა250.0 გრ. დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ. ჩაის კოვზი: 7.0 გრ. სუფრის კოვზი: 20.0 გრ.

თანამშრომლობა

თუკი თქვენ გაქვთ ამ დიეტის დაცვის გამოცდილება, მოგვწერეთ დაწვრილებით, ჩვენ სტატიაში გავაშუქებთ თქვენს გამოცდილებასაც. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ სპეციალიტებთანაც. საკონტაქტო ელფოსტა mpifarm@gmail.com.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში