საზამთროს დიეტა

საზამთროს დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ
საზამთროს დიეტა

შინაარსით საზამთროს დიეტა მარტივია – უნდა მიირთვათ მხოლოდ საზამთრო. დღიური ნორმა განისაზღვრება 1 კილოგრამით სხეულის წონის 10 კილოგრამზე. თუკი თქვენ 100 კილოგრამი ხართ, შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 10 კილოგრამი საზამთროს გული, თუკი 80 კოლოგრამი ბრძანდებით 8 კილოგრამი. ეს საკვები თანაბრად უნდა მიიღოთ 6 კვებაზე. თუკი ძალიან გაგიჭირდათ– დაამატეთ 1–2 ნაჭერი შავი პური. დიეტა უნდა დაიცვათ 3–5 დღეს. თუკი შავ პურს  ჩართავთ რაციონში 7–10 დღე. 

საზამთროს დიეტამ შეიძლება ორგანიზმში მთელი რიგი ცვლილებები გამოიწვიოს. ცვლილებების შემჩნევისას სასწრაფოდ შეწყვიტეთ დიეტა. როგორც წესი, ამგვარი ცვლილებები პირველ სამ დღეში გამოვლინდება, მაგრამ სიფრთხილე მერეცაა საჭირო. საზამთროს დიეტის დამთავრების შემდეგ, 10 დღის მანძილზე საჭიროა დავიცვათ კვების განსაკუთრებული რეჟიმი: დილით და შუადღით რეკომენდებულია ფაფეული შაქრის გარეშე, მაგალითად “ჰერკულესი”, სალათები უცხიმოდ, უცხიმი ხორცი, თევზი და ცოტა ყველი. საღამოს, დაწოლამდე 3 საათით ადრე სხეულის 10 კილოგრამზე, საზამთროს 1 კილოგრამი რბილობი.

საზამთროდიეტა – უკუნაჩვენებები

შაქრიანი დიაბეტის, კენჭების, საშარდე სისტემის ანომალიების, ოპერაციის შემდგომ, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, პიელინეფრიტის, დიარეისა და კოლიტის დროს. საზამთრო დიეტა არა მარტო გასახდომი, არამედ ორგანიზმის გაწმენდის საშუალებაცაა. 

დიეტის შეფასება – დიეტის პლიუსები

ამ დიეტის ძირითადი ღირსება ისაა, რომ მისი დაცვა რთული არაა და შიმშილის გრძნობა გაანსაკუთრებით არ შეგაწუხებთб თუკი, რა თქმა უნდა გიყვართ საზამთრო და ორგანიზმს რაიმე უარყოფითი რეაქცია მის მიმართ არა აქვს. მეორე პლიუსია დიეტის მაღალი ეფექტურობა დროის შედარებით ხანმოკლე პერიოდში (რაც დაკავშირებულია ჭარბი სითხის დაკარგვასთან). მესამე პლიუსი – ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია, ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისა და შლაკებისაგან.

დიეტის უარყოფითი მხარეები

საზამთროდიეტის ძირითადი ნაკლია ის, რომ მისი გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლებისა და საშარდე სისტემის დაავადებების დროს (კენჭები თირკმელში, პიელონეფრიტი, დიაბეტი და ა. შ.). დიეტის დროს განსაკუთრებით იტვირთება თირკმელები, ამიტომ აუცილებელია ექიმის წინასწარი კონსულტაცია. მეორე მინუსი – დიეტა საკმაოდ მკაცრია. დიეტის ნაკლად ითვლება ასევე წონის დაკლება ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნების ხარჯზე და არა ჭარბი ცხიმის ხარჯზე.

შემადგენლობა

საკვები ნივთიერებები,  ვიტამინები, მიკროელემენტები  100 გრ საზამთროში.

საზამთროს დიეტა

კალორიულობა: 25.1კ/კალ. წყალი: 92.6 გრ. ცილები: 0.6 გრ. ცხიმები: 0.1 გრ. ნახშირწყლები: 5.8 გრ. მონო და დისაქარიდები: 5.8 გრ. საკვები ბოჭკოები: 0.4 გრ. ორგანული მჟავები: 0.1 გრ. ნაცარი: 0.4 გრ. ვიტამინი A: 0.1 მგ. ვიტამინი B1: 0.04 მგ. ვიტამინი B2: 0.06 მგ. ვიტამინი B6: 0.09 მგ. ვიტამინი B9: 8.0 მკგ ვიტამინი C: 7.0 მგ. ვიტამინი PP: 0.2 მგ. რკინა: 1.0 მგ. კალიუმი: 64.0 მგ. კალციუმი: 14.0 მგ. მაგნიუმი: 224.0 მგ. ნატრიუმი: 16.0 მგ. ფოსფორი: 7.0 მგ.

ზომის ერთეულები: 1 ცალი: 5000.0 გრ. ჩაის ჭიქა: 250.0 გრ. დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ. ჩაის კოვზი: 7.0 გრ. სუფრის კოვზი: 20.0 გრ.

თანამშრომლობა – 

თუკი თქვენ გაქვთ ამ დიეტის დაცვის გამოცდილება, მოგვწერეთ დაწვრილებით, ჩვენ სტატიაში გავაშუქებთ თქვენს გამოცდილებასაც. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ სპეციალიტებთანაც. საკონტაქტო ელფოსტა mpifarm@gmail.com

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში