სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა საიტის – ,,დიეტები” სათაო გვერდზე

წინამდებარე სტატია სამი ნაწილისაგან შედგება: 1. დიეტის აღწერა; 2. დიეტის შეფასებები; 3. პროდუქტის შემადგენლობა; 4. გამოხმაურებების ანალიზი; 5. თანამშრომლობა.

1. დიეტის აღწერა

flowers_photo_49ეს დიეტა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია. მისი არსი ასეთია: დღის მანძილზე იღებენ 1,5 ვარდისფერ ან თეთრ ყურძენს. დიეტა 1–3 დღიანია. მისი გამოყენება არაა სასურველი დიაბეტიანებისა და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემების მქონე პირთათვის.

 

2. დიეტის შეფასება
2.1 დიეტის პლიუსები

მიუხედავად იმისა, რომ ყურძენი შეიცავს ფრუქტოზას, წონაში დაკლებას ეს ხელს არ უშლის. ამასთან, ყურძენი საკმაოდ ყუათიანი საკვებია, ამიტომ დიეტის დროს შიმშილის გრძნობა არ გექნებათ.
უირძნის დიეტაყურძენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას; მის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლები არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას, ანელებენ დაბერების პროცესს. ყურძენი ასუფთავებს თირკმელებს. მასში შემავალი ვიტამინები (А, С, В, К, Р) და მინერალური ნივთიერებები (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია) აუმჯობესებენ თავის ტვინის ფუნქციონირებას, უზრუნველყოფენ ძვლებისა და კუნთების კვებას. მაგნიუმი აუცილებელია ნაწლავთა ნორმალური მუშაობისათვის.
რკინით განსაკუთრებით მდიდარია ყურძნის მუქი ფერის ჯიშები. ყურძნის რეგულარული მიღება ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.

2.2 დიეტის უარყოფითი მხარეები

ყურძნის ჩენჩომ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კოლიტებისა და წყლულების დროს, ამიტომ ამ დაავადებების დროს ყურძნის დიეტა უკუნაჩვენებია. ჩენჩო კარგად უნდა დაღეჭოთ – იგი დიდი რაოდენობით შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას. თუკი დიეტის დროს დაგეწყოთ თავის ტკივილი, დალიეთ მეტი თბილი წყალი და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

3. შემადგენლობა

საკვები ნივთიერებები, ვიტამინები, მიკროელემენტები 100 გრ ყურძენში

კალორიულობა: 65.5კ/კალ.
წყალი: 80.5 გრ.
ცილები: 0.6 გრ.
ცხიმები: 0.6 გრ.
ნახშირწყლები: 15.4 გრ.
უჯერი ცხიმოვანი მჟავები: 0.2 გრ.
მონო და დისაქარიდები: 15.4 გრ.
საკვები ბოჭკოები: 1.6 გრ.
ორგანული მჟავები: 0.8 გრ.
ნაცარი: 0.5 გრ.
ვიტამინი A: 0.1 მგ.
ვიტამინი B1: 0.05 მგ.
ვიტამინი B2: 0.02 მგ.
ვიტამინი B3: 0.06 მგ.
ვიტამინი B6: 0.09 მგ.
ვიტამინი B9: 2.0 მკგ
ვიტამინი C: 6.0 მგ.
ვიტამინი H: 1.5 მკგ
ვიტამინი PP: 0.3 მგ.
რკინა: 0.6 მგ.
კალიუმი: 225.0 მგ.
კალციუმი: 30.0 მგ.
სილიციუმი: 12.0 მგ.
მაგნიუმი: 17.0 მგ.
ნატრიუმი: 26.0 მგ.
გოგირდი: 7.0 მგ.
ფოსფორი: 22.0 მგ.
ქლორი: 1.0 მგ.
ალუმინი: 380.0 მკგ
ბორი: 365.0 მკგ
ვადალიუმი: 10.0 მკგ
იოდი: 8.0 მკგ
კობალტი: 2.0 მკგ
მარგანეცი: 90.0 მკგ
სპილენძი: 80.0 მკგ
მოლიბდენი: 3.0 მკგ
ნიკელი: 16.0 მკგ
რუბიდიუმი: 100.0 მკგ
ფტორი: 12.0 მკგ
ქრომი: 3.0 მკგ
თუთია: 91.0 მკგ
ზომის ერთეულები:
ჩაის ჭიქა: 250.0 გრ.
დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ.
ჩაის კოვზი: 7.0 გრ.
სუფრის კოვზი: 20.0 გრ. 

4. გამოხმაურებები

5. თანამშრომლობა

თუკი თქვენ გაქვთ ამ დიეტის დაცვის გამოცდილება, მოგვწერეთ დაწვრილებით, ჩვენ სტატიაში გავაშუქებთ თქვენს გამოცდილებასაც.

სიამოვნებით ვითანამშრომლებთ სპეციალიტებთანაც. საკონტაქტო ელფოსტა mpifarm@gmail.com

სტატია მოამზადეს მანანა კიკნაძემ და არჩილ შენგელიამ

899 15 49 21

Viewed 1642 times by 1057 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka