წიწიბურას დიეტა

წიწიბურას დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ
წიწიბურას დიეტა 

წიწიბურას დიეტით წონაში საკმაოდ სწრაფად იკლებენ. წიწიბურა საკმაოდ ყუათიანი საკვებია, მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.  ამიტომ წიწიბურას დიეტის  დროს შიმშილის გრძნობა ნაკლებია.  წიწიბურა რთული ნახშირწყალია. წიწიბურა შეიცავს:  რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ცილები, ამინომჟავები, ვიტამინები В1, В2, В6, РР, Р, რუტინი და მოკროელემენტები და სხვა. 

წიწიბურას  გადამუშავებას ორგანიზმი დიდ დროს ანდომებს. ამიტომ, დიეტის დაცვის დროს, შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ.

ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ წიწიბურას გამოყენება ამაგრებს კაპოლარებს, გამოყავს თირკმლებიდან ტოქსინები, ხელს უშლის შეკრუ

ლობას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, ამსუბუქებს ოსტეოართრიტს და კანის პრობლემებს.  თუკი მკაცრად დაიცავთ წიწიბურას დიეტას, ორ კვირაში შეიძლება 7–14 კილოგრამი დაიკლოთ.

წიწიბურას დიეტა  რომ ეფექტური იყოს, წიწიბურას ფაფა უნდა მიიღოთ მარილის, შაქრისა და სანელებლების გარეშე. ამ შემთხვევაში ორგანიზმიდან სწრაფად გამოიდევნება ზედმეტი სითხე და შლაკები.

წიწიბურას მომზადების წესი ასეთია:

წიწიბურას დიეტაერთი ჭიქა სუფთა, გარეცხილ წიწიბურას საღამოს ასხამენ 2,5 ჭიქა წყალს და ტოვებენ ღამე. წიწიბურას მოხარშვა არაა რეკომენდებული, რადგან გაქრება მრავალი სასარგებლო ნივთიერება.
შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიც გნებავთ. მარილის, შაქრისა და საკმაზების გარეშე.
წიწიბურას დიეტის   დროს საჭიროა დიდი რაოდენობით წყლის მიღება. შეგიძლიათ დალიოთ წყალი, მინერალური წყალი, მწვანე ან შავი ჩაი.
თუკი წიწიბურას დიეტის  დაცვა გაგიჭირდათ, მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ მცირე რაოდენობით მაწონი, კეფირი ან იოგურტი მიიღოთ, ასევე შეზღუდული რაოდენობით მიიღოთ ხილი. წიწიბურას დიეტის   ზოგიერთი შემსუბუქებული ვარიანტი ითვალისწინებს მცირე რაოდენობით ხილისა და სტაფილოს წვენის მიღებას.
არ შეიძლება დაძინებამდე 4 საათზე გვიან ჭამა, მაგრამ თუ ვერ ძლებთ მიირთვით 1 ჭიქა მაწონი.  ლიტერატურასა და ფორუმებზე ამტკიცებენ, რომ თუკი 2 კვირა ამ დიეტაზე გაძლებთ ბრწყინვალე რეზულტატი გარანტირებულია.
წიწიბურას დიეტიდან   გამოსვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს – თანდათან რაციონს უნდა დაუმატოთ სხვადასხვა პროდუქტები. უნდა შეზღუდოთ ცომეული, ტკბილეული, ქონიანი საკვები. დიეტის დროს რეკომენდებულია ვიტამინების მიღება. წიწიბურას დიეტა  მკაცრ დიეტებს განეკუთვნება. ამიტომ, მისი გამეორება  2 თვეზე ადრე არ შეიძლება. წიწიბურას დიეტის  შეფასება.

წიწიბურას დიეტის  პლიუსები:

წიწიბურას დიეტის  უპირატესობაა ის, რომ წონის დაკლებას არ ახლავს სხვა დიეტებისათვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, მოდუნება.

წიწიბურას დიეტის  მეორე პლიუსია თავად წიწიბურას მაღალი კალორიულობა; წიწიბურას დიეტის  მესამე და მთავარი პლიუსი – დიეტის მაღალი ეფექტურობა – წონის საშუალო კლება 14 დღეში დაახლოებით 7 კგ-ია.

წიწიბურას დიეტით ნორმალიზდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება კანის მდგომარეობა; წიწიბურას დიეტა    დადებითად მოქმედებს ცელულიტების დროს.

წიწიბურას დიეტის   უარყოფითი მხარეები

წიწიბურას დიეტის  დიეტა არ არის სწრაფი, თუმცა მაღალეფექტურია და ორგანიზმი სწრაფად ეგუება კვების ახალ რეჟიმს. წიწიბურას დიეტის  დიეტის ნაკლია ის, რომ ის საკმაოდ მკაცრი და შეზღუდულია.

თანამშრომლობა: თუკი თქვენ გაქვთ წიწიბურას დიეტის  დაცვის გამოცდილება, მოგვწერეთ დაწვრილებით, ჩვენ სტატიაში გავაშუქებთ თქვენს გამოცდილებასაც. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ სპეციალიტებთანაც. საკონტაქტო ელფოსტა mpifarm@gmail.com

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში