ფისტაშკა, ფისტა, ფსტა

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N19, დეკემბერი, 2009 წ.

ფისტის წარმოების პერსპექტივები საქართველოში
ლევან შენგელია 

♦♦♦  ჩვენ გირჩევთ – ფისტის თესლი გამოიწერეთ  ამაზონიდან (ამერიკიდან).  დააკლიკეთ აქ >>> ან ქვემოთ ბანერს 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

1. შესავალი

2009 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში ”Plants Science” გამოქვეყნდა ლალი დათეშიძის, გიორგი ალავერდაშვილისა და ლევან შენგელიას სტატია: ”დავით გარეჯში საკმლის ხისა (Pistacia mutica F. et M.) და ფსტის (Pistacia vera L.) სადედე პლანტაციის გაშენების მიზანშეწონილობის შესახებ”.

ამ სტატიამ მეწარმეთა ყურადღება მიიპყრო – არაერთმა მეწარმემ, გლეხმა თუ ფერმერმა გამოთქვა ფისტის პლანტაციის გაშენების სურვილი. უფრო მეტიც – იქმნება ”ფისტის მწარმოებელთა ასოციაცია”.
ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პროექტის ფარგლებში, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ გამოგვექვეყნებინა დამატებითი მასალები. ჩვენ შეძლებისდაგვარად შევეცადეთ წინამდებარე სტატიაში პასუხები გაგვეცა კითხვებზეც, რომლებითაც საუნივერსიტეტო სკაიპ–სემინარებზე მოგვმართავდნენ მეწარმეები და ფერმერები (იხ. ლიტერატურის და პუბლიკაციების სია).

სტატიის ავტორი თავიანთ მოვალეობად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოში ფისტას პლანტაციების აღდგენას, 1930 – იან წლებში ცდილობდა ცეკავშირი. (არსებობს 1936 წელს გამოცემული გამსახურდიას ბროშურა). სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ წამოწყებას 1937 წლის რეპრესიებმა შეუშალა ხელი. 1995 წელს ფისტის მოშენების საკითხი, ფარმაცევტული მიზნებისათვის დასვა ლალი დათეშიძემ და პირველი ექსპერიმენტებიც, ფარმაცევტული პროდუქციის (გალების) წარმოების მიზნით, ფისტის კულტურის აღდგენისათვის მიმართულებით მის მიერ ჩატარდა (იხ.ლიტერატურის სია). ერთ–ერთმა, პირველმა ექსპერიმენტი ფისტის კაკლის წარმოებისათვის, ფერეიდანელ ქართველთა კონსულტაციით, ჩაატარა გიორგი ალავერდაშვილმა.

მისი უწმინდესობის კურთხევით, სამუშაოები ფისტის კულტურის აღდგენის თანამედროვე ტექნოლოგიების დასამუშავებლად ამჟამად მიმდინარეობს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. (ეკოფარმაცევტული პროექტის ფარგლებში). უნივერსიტეტში თავი მოიყარა ამ სფეროში ადრე ჩატარებულმა ყველა კვლევამ, ნაფიქრმა და ნაოცნებარმა.

2. ზოგადი ინფორმაცია ფისტის შესახებ

ფისტა (,,фисташка”) ერთ – ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია. მისი ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე დიდად აღემატება ნიგვზის, თხილისა და სხვა კაკლოვნების ღირებულებას. ფისტას სხვა კაკლოვანებთან, მათ შორის თხილთან ფარდობით, განსაკუთრებით მდგრადი ბაზარი გააჩნია. საერთაშორისო მარკეტოლოგი–ექსპერტები თვლიან, რომ ფისტის ფასების დაცემა მოსალოდნელი არაა. პირიქით, ჩნდება მისი გამოყენების ახალი ნიშები. შესაბამისად, პლანტაციების რაოდენობა მთელ მსოფლიოში იზრდება. აღსანიშნავია, რომ ამ დარგში, კერძოდ კი ახალი ჯიშებისა და დამუშავების ტექნოლოგიებში სოლიდურ ინვესტიციებს აკეთებენ შუა აზიის ქვეყნები და ჩინეთი.

ფისტა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც, ფართოვდება შიდა ბაზარი.
ფისტა, როგორც საწარმოო კულტურა, უპირველეს ყოვლისა, ნაყოფის საკვები თვისებებით და ფასითაა საინტერესო, მაგრამ იგი ამავე დროს დიდად საინტერესო და პერსპექტიულია ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული წარმოებისათვის, ასევე–ჰომეოპათიისათვის.
საინტერესოა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც: ხარობს ზღვის დონიდან 1700 – მდე, ნახევრად უდაბნოების პირობებში, დიდად გვალვაგამძლეა, არ ითხოვს მოვლას, ამაგრებს ნიადაგს და მნიშვნელოვანია ეროზიასაშიში ზონების გასამაგრებლად. ამგვარი ტერიტორიების ხვედრითი წილი საქართველოში, საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით – სამხრეთის საზღვრების მიმართულებით (ყაზახური სელექციური ჯიშები ზღვის დონიდან 2 200 მეტრამდე ადის, რაც სამცხე –ჯავახეთისათვის ახალ პერსპექტივებს ხსნის).

3. საქართველოში ფისტის წარმოების პერსპექტივები

ფისტაფისტა საქართველოში ოდითგანვე ყოფილა გავრცელებული. იგი მოხსენიებულია ,,ხილთა ქებაშიც”. ქართულ ენაზე არსებული სინონიმების სიმრავლეც (ფსტა, ბუსტული, ფისტილი. ფუსტული…) ადასტურებს ოდესღაც მის ფართო გავრცელებას. ამჟამად ფისტა ჩვენში აღარაა. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ცალს, რომლებიც გასული საუკუნის 60-იან წლებში თურქეთის კონსულმა აჩუქა გიორგი ლეონიძეს. ესენი არაა ისტორიული ჯიშები. ისინი არ გამოირჩევიან მძლავრი ფესვთა სისტემით და გვალვაგამძლეობით. რატომ მოისპო ისტორიული ჯიშები, რომლებიც შეგუებული იყვნენ ადგილობრიც გარემოს – ცალკე თემაა.
საქართველოში ფისტას პლანტაციების გაშენებას მნიშვნელოვანი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა ექნება. ფისტის პლანტაციების წარმოება დროსა და რესურსებს მოითხოვს, მაგრამ მრავალმხრივ ეფექტს მისცემს მომავალ თაობებსაც (ფისტა მოსავალს 300 წელი იძლევა)

წინამდებარე სტატია მიზნად არ ისახავს მკითხველისათვის ბიზნეს–გეგმის წარდგინებას. აქ მხოლოდ იმ ძირითად პლიუსებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება რომელიც ამ კულტურის აღდგენამ შეიძლება მოუტანოს საქართველოს:

3.1. ფისტის კულტურის აღდგენამ ქვეყანას შეუძლია მოუტანოს დიდი ეკონომიკური მოგება. ციფრები აქ არ მოგვყავს, მაგრამ ისინი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, განსაკუთრებით თუკი ფისტის კაკალთან ერთად გალების და წარმოებასაც განვავითარებთ. (გალების წარმოება ყველა ქვეყანაში არ ხერხდება ბუნებრივი პირობების გამო).

3.2. ფისტის გაშენება შეიძლება იქ, სადაც სხვა კულტურები ნაკლებად ხარობს, განსაკუთრებით აზერბაიჯანისა და, ნაწილობრივ, სომხეთის მოსაზღვრე რაიონებში. ამ რეგიონებში ადგილობრივ მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვანი ამოცანაა.

3.3. ფისტა, გვალვიანი რაიონებისათვის საუკეთესო ეროზიასაწინააღმდეგო მცენარეა. მისი მეშვეობით შეიძლება ეროზიული პროცესების პრობლემურ რაიონებში შეჩერება. ამგვარი ტერიტორიების ხვედრითი წილი საქართველოში საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით – სამხრეთის საზღვრების მიმართულებით (ყაზახური სელექციური ჯიშები ზღვის დონიდან 2 200 მეტრამდე ადის, რაც სამცხე –ჯავახეთისათვის ახალ პერსპექტივებს ხსნის).

3.4. აღსანიშნავია, რომ ფისტას არ ჭირდება გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მასში ინვესტირება.

4. ფისტის სამონასტრო ბაღებში გაშენების მნიშვნელობა

მიუხედავად სოლიდური შემოსავლისა, რომელსაც ფისტის პლანტაცია იძლევა, ქართული ბიზნესი ჯერ კიდევ არაა ამ სფეროთი სათანადოდ დაინტერესებული. ამის ძირითადი მიზეზია გამოცდილებისა და მაგალითის არარსებობა, რის გამოც ფისტის წარმოება მეცნიერებად და რისკტევად ობიექტად აღიქმება. არის სხვა პრობლემაც– ინვესტიციის უკუგება გვიან იწყება. ქართული კერძო ბიზნესი გრძელვადიან ინვესტიციებზე, ჯერჯერობით, ვერ იქნება ორიენტირებული.
ინიციატივა ამ სფეროში, თავის თავზე უნდა აიღოს დროში მდგრადმა ინსტიტუტებმა. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია: ფისტის (და სხვა პერსპექტიული კულტურების) წარმოება და სადედე პლანტაციების მშენებლობა უნდა დაიწყოს საპატრიარქოს უნივერსიტეტსა და სამონასტრო ბაღებში. მცენარეები და ცოდნა სწრაფად გავრცელდება მონასტრების მიმდებარე რეგიონებში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება ქვეყნისათვის, მაგრამ გარდა ამისა:
– ფისტის წარმოების განვითარებით სამონასტრო ბაღებში მათ საუკუნოდ სახსარი გაუჩნდებათ (ფისტა 300 წელს იძლევა კარგ მოსავალს).
უპირველეს ყოვლისა, ფისტის გაშენება რენტაბელური იქნება აზერბაიჯანის მონაპირე ტერიტორიებზე არსებული მონასტრებისათვის. მაგალითად დავით გარეჯისათვის, სადაც იგი ისტორიულად ხარობდა.
წინასწარი მონაცემებით შეიძლება შეირჩეს ჯიშები სომხეთის საზღვრისმონაპირე მონასტრებისათვის, მაგალითად ფოკასთვის.
კარგად იხარებს შირაქში და ალაზნის მლაშობებზე.
საცდელი პლანტაცია სნოში უკვე შენდება. კავკასიონის ფერდებზე პლანტაციის გაშენებამდე ექსპერიმენტები იქნება საჭირო.
სამონასტრო ბაღებში ფისტის გაშენება, მოსახლეობაშიც შეიტანს ცოდნასა და სამეწარმეო კულტურას და პლანტაციები სამონასტრო ბაღებიდან საკმაოდ სწრაფად გავრცელდება კერძო სექტორშიც.
ესკიზურ რუკაზე მწვანე ფერად გამოხატულია ის საორენტაციო რეგიონები, სადაც ფისტის წარმოება რენტაბელური იქნება. ყვითლად სავარაუდოდ რენტაბელური რაიონები, სადაც დამატებითი ექსპერიმენტებია საჭირო.

ruka

5. პირველი ნაბიჯი

როგორც უწმინდესი ბრძანებს, მნიშვნელოვანია სწორად გავიაზროთ პირველი ნაბიჯი.
პირველი ნაბიჯი ესაა მთელი ინფრასტრუქტურის სისტემური სტრატეგიური გააზრება, ბიზნეს და ტექნოლოგიური გეგმის მომზადება. ეს სამუშაო საქართველოს საპატრიაქროს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მიმდინარეობს.

მეორე ნაბიჯი ესაა სადედე – სანერგე პლანტაციის გაშენება. ამგვარი პლანტაცია, თავდაპირველად უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ უნდა გაშენდეს, რადგან მას მუდმივი სამეცნიერო–ტექნოლოგიური თანხლება დაჭირდება.

სტატიის მიზანი არაა მკითხველისათვის გეგმის წარდგინება. აღვნიშნავთ, მხოლოდ: რეალურია 3 მილიონამდე ადაპტირებული საუკეთესო ჯიშის ნერგის გამოყვანა და მიწოდება მონასტრებისა და წარმოებისათვის. ეს რაოდენობა პირველ ათწლეულში, ვფიქრობთ, საკმარისი იქნება.

ცხადია, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საქმიანობა, ტექნოლოგიების სწავლება და საქმიანობის ამ სფეროს პროპაგანდა. ამ ფუნქციას, უწმინდესის ლოცვა – კურთხევით, უკვე ასრულებს ქართული უნივერსიტეტი, მათ შორის საიტის www.sangu.ge მეშვეობით.

6. საქართველოში ფისტის წარმოების პრობლემები

ფისტის წარმოება–რეალიზაცია ქვემოთ ჩამოთვლილ ძირითად ეტაპებს მოიცავს:
1. ჯიშების შერჩევა
2. დარგვის ტექნოლოგია
3. კრეფის ტექნოლოგია
4. გადამუშავების ტექნოლოგია
5. მარკეტინგული ტექნოლოგიები
6. თანამდევი წარმოება

შევეცადოთ, მოკლედ მიმოვიხილოთ ის პრობლემები, რომლებმაც თითოეულ ეტაპზე შეიძლება იჩინოს თავი:
პირველი ამოცანა თუ პრობლემა ისაა, ყველა ეს ეტაპი, მთლიანად ინფრასტრუქტურა, ერთიანობაში, როგორც ერთი მთლიანი იქნეს გააზრებული.

1. ჯიშების შერჩევა
დროითი თვალსაზრისით, ეს პირველადი ამოცანაა. ინტერნეტში 200–მდე ჯიში მოვთვალეთ, ზოგიერთი წყარო 400–მდე ჯიშს ასახელებს. თითოეულ ამ ჯიშთაგანს აქვს თავისი სპეციფიკა, თავისი ნიუანსები, პლიუსები და მინუსები. მათი არასწორი ან არასრული გააზრება თავს მრავალი წლის შემდეგ გამოავლენს. ჯიშები ოპტიმალურად უნდა შეირჩეს თითოეული რაიონისათვის და ამ შერჩევის დროს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, როგორც საწარმოო, აგრო–ტექნიკური და სხვა მახასიათებლები, ასევე– მარკეტინგული პერსპექტივა. ეს სამუშაოები ყველა რეგიონისათვის ინდივიდიალურად უნდა ჩატარდეს.
მაგალითად, მთელი პროცესის ერთიანი გააზრების შედეგად, ჩვენ ვთვლით, რომ თურქული ჯიშების გაშენება არ შეიძლება, თუმცა ისინი ცუდი არაა. ასევე, არ ვთვლით, რომ კალიფორნიული ჯიშების შემოტანა იქნება მარკეტინგულად სწორი. თუკი ამჟამად ფისტის არაოპტიმალური ჯიშები გავრცელდა სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელი იქნება.

2. დარგვისა და მოვლის ტექნოლოგია
მათზე არა მარტო მოსავლის რაოდენობა და ხარისხია დამოკიდებული, არამედ, რამდენად სწრაფად დაიწყება მოსავლის მიღება. ამ სფეროში ჩვენ ისრაელის გამოცდილებას ვანიჭებთ უპირატესობას.

3. კრეფისა და დამუშავების ტექნოლოგია. 4. გადამუშავების ტექნოლოგია
აქ ცხადია, ამერიკულ ტექნოლოგიები უნდა იქნეს გამოყენებული. ჯიშებიც ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ ისინი ამ ტექნოლოგიებს დაექვემდებარონ. ყველა ჯიში არ ექვემდებარება ამ ტექნოლოგიებს და არსებულ ტექნიკას.

5. მარკეტინგული ტექნოლოგიები
მარკეტინგული სამუშაობი პლანტაციის ჩაყრის დღიდანვე უნდა მიმდინარეობდეს. ამ თვალსაზრისით პერსპექტიული ჩანს ”ფისტის მწარმოებელთა ასოციაციის გაძლიერება”.

6. თანამდევი წარმოება
ეს, პლანტაციის დაგეგმვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარამეტრია. ფისტის პლანტაცია სრულ მსხმოიარობას გვიან იწყებს და აუცილებელია ამ პერიოდში ნაკვეთი თანამდევი მცენარეებით დაკავდეს, რომლებიც ფისტის განვითარებას ხელს არ შეუშლიან. ასეთი მცენარეების შერჩევა ცალკე ამოცანაა.

7. მარკეტინგი

ფისტა მარკეტინგულად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ კულტურად ითვლება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში 2002 წელს იწარმოებოდა 548 759 მეტრული ტონა (მტ) ფისტა. აქედან ირანი აწარმოებდა 300 000 –ს. ამერიკის შეერთებული შტატები 127 010–ს, თურქეთი 40 000–ს, სირია 39 208–ს, ჩინეთი 26 000 –ს. ირანში ფისტას პლანტაციებს ეკავა 280000 ჰექტარი, აშშ–ში– 44 000 ჰექტარი.
2008 წლის მონაცემებით ბაზარზე მიწოდება მოთხოვნილებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო. სპეციალურ მედიაში აღნიშნულია, რომ რამადანის დღესასწაულის წინ ირანული პროდუქცია მთლიანად იქნა რეალიზებული შიდა მოხმარებისათვის და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნილებამ დიდად გადააჭარბა მიწოდებას.
ფისტის პლანტაციები არსებობს ირანში, ამერიკაში, საბერძნეთი, სირიაში, ესპანეთში, იტალიაში, თურქეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სირიაში, ავღანეთში. მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე ფისტის ძირითადი მიმწოდებლები არიან ირანი და კალიფორნია. მათი პროდუქცია ითვლება განსაკუთრებით კონკურენტუნარიანად. საერთაშორისო ბაზარზეც, ეს ორი ქვეყანა გვევლინება ძირითად კონკურენტებად.
ორივე მხარის მარკეტოლოგებს ლიტერატურაში მოჰყავთ თავისი პლიუსები. ამ მასალების განხილვის შედეგად, ჩვენ ქვემოთ აღწერილი შთაბეჭდილება ჩამოგვიყალიბდა.
ირანულ და ამერიკულ პროდუქციის კონკურენციაში, ერთმანეთს უპირისპირდება ერთის მხრივ საუკეთესო ბუნებრივი პირობები და საუკუნოვანი გამოცდილება (ირანი) და წარმოების თანამედროვე სამეცნიერო–ტექნოლოგიური მიღწევები (აშშ).
ფისტის წარმოებაში მსოფლიო ლიდერი მრავალი საუკუნის მანძილზე ირანი იყო. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ამერიკელ ფერმერებს გზა გაეხსნათ საერთაშორისო ბაზარზე. სან ხოაკინის ველზე გაშენებულია მსოფლიოში უდიდესი, 11 700 ჰექტარის ფართის პლანტაცია.
ირანის ბუნებრივი პირობები უკეთესია ფისტის წარმოებისათვის. ამდენად, უშუალოდ ნედლეული უკეთესი ჩანს.
თანამედროვე ტექნოლოგიების საუკეთესო მაგალითია ფისტის მოშენების, გადამუშავებისა და რეალიზაციიის კალიფორნიული სისტემა. ამერიკაში ფისტის წარმოება ერთ–ერთ ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე წარმატებულ სასოფლო–სამეურნეო მიმართულებად ითვლება. საცდელი პლანტაციები კალიფორნიაში 1960 წელს გაშენდა. უშუალოდ ნერგები კი 1930 წელს შეიტანეს ირანიდან.
ამერიკული ნედლეული იგებს: მაღალრენტაბელური ჯიშების, ნედლეულის კრეფის, გადამუშავების, შეფუთვის ტექნოლოგიებისა და რაც მთავარია უკეთესი მარკეტინგული მომსახურების ხარჯზე. ამერიკაში სოლიდური ინვესტიციები კეთდება ფისტის მრეწველობაში, მათ შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევით, ჯიშების გამოყვანისა და საპროექტო სამუშაოებში.

ტექნოლოგიური დეტალების საილუსტრაციო მაგალითი: ირანში ფისტის კაკალს ბერტყავენ და მიწიდან კრეფენ გაშრობის შემდეგ. ამ დროს წეგო ეწებება ნაჭუჭს, მოცილებისას კი ჩნდება ლაქები და სასაქონლო სახე უარესდება. ამერიკული ტექნოლოგია მოკრეფის შემდეგ წყლის ჭავლით აცლის წეგოს. ეს მოითხოვს დიდი რაოდენობით წყალს, რისი საშუალებაც ირანელ მეწარმეების უმეტესობას არა აქვს. სხვათაშორის, ჩვენს სამომხმარებლო ქსელში არსებული წითელი ფისტა, სწორედ ამ ლაქების დასაფარავადაა შეღებილი. ბუნებრივად იყო მოყვითალო–ჭუჭყიანი ფერისაა.

საქართველოში რეალურად არსებობს პირობები ფისტის წარმოებისას გაერთიანდეს ორივე მხარის პლიუსები.
დღეს მრავალი ქვეყანა ცდილობს განავითაროს ფისტის წარმოება. ამის კარგი მაგალითია შუა აზიის ქვეყნები. ყაზახეთსა და უზბეკეთში არსებობს ფისტის წარმოების განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები. ისინი მოიცავენ სასელექციო სამუშაოებსაც.

8. სისტემატიკა

თუთუბოსებრთა ოჯახში (Anacardiaceae), გაერთიანებულია 80 – მდე გვარი. მათ შორის: საკმლის ხე, თუთუბო, თრიმლი და ფსტა (ფისტა).
უშუალოდ ფისტას გვარში (Pistacia) 20 – მდე სახეობა შედის. მათ შორის ჩვენში ცნობილია ნამდვილი ფისტა (Pistacia vera L.) და კევის ხე (Pistacia mutica F. et M.). აღსანიშნავია, რომ ამ გვარში შემავალ სახეობათაგან საკვებად მხოლოდ ,,ნამდვილი ფისტა” (Pistacia vera L.) გამოიყენება. აქ მხოლოდ ამ სახეობაზეა საუბარი.

9. გავრცელება

ნამდვილი ფისტას (Pistacia vera L.) ყველა სახეობა წინა და შუა აზიასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშია გავრცელებული. კულტივირებული ფისტას დიდი მასივებია ირანში, სირიაში, თურქეთსა და აშშ – ში. ამჟამად ფისტა საქართველოში აღარაა. გადაშენების მიზეზები უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ისინი კომპლექსურია:

– ფისტას გავრცელების რაიონებში ხე იშვიათობაა და მწყემსები შეშად პრაქტიკულად მხოლოდ ფისტას იყენებდნენ;
– ინტენსიური მეცხვარეობა ანადგურებდა ნორჩ მცენარეებს;
– ამ რაიონებში, უკეთესი ბალახის ამოსასვლელად, ტრადიციულად წვავდნენ ბალახს და მცენარეულობაც ეწირებოდა.

არსებობს, ფერეიდანელ ქართველთა კონსულტაციით გაშენებული რამდენიმე საცდელი ნარგაობა: წნორში (გიორგი ალავერდაშვილი), გლდანში (ლალი დათეშიძე), შირაქში (ლევან შენგელია). რამდენიმე მეწარმე–ფერმერი, ჩვენი კონსულტაციებით, ამჟამად აშენებს პლანტაციას.

10. ზოგადი აღწერა

ფისტა 7 მეტრამდე სიმაღლის ხეა. გვხვდება 2 – 6 ამონაყრიანი ბუჩქის ფორმითაც. ბუჩქების სიმაღლე 3 მეტრამდეა. კულტურაში ფისტა ხედ უნდა გაიზარდოს, მისი დაბუჩქება არარაციონალურ მოვლა – პირობებზე მიუთითებს.
ღეროები პირველ წელს გლუვია, ყავისფერი, მეორე წლიდან რუხი ქერქით იფარება.
ფოთლები ყვავილობის შემდეგ ან ერთდროულად იწყებენ განვითარებას, ფართოა, ოვალური ან კვერცხისებრი, ხასხასა მწვანე. განლაგებულია მჭიდროდ, ზემოთა მხრიდან პრიალა, ხოლო ქვემოთა მხრიდან გლუვი ზედაპირი აქვთ.
ყვავილები შეკრებილია საგველა ყვავილედად. ორსახლიანი მცენარეა. იმტვერება ქარით. ბუნებრივი განვითარებისას მამრობითი ხეების რაოდენობა აჭარბებს მდედრობითს. ეს იმ აუცილებლობითაა განპირობებული, რომ ხეები ერთმანეთისაგან დაშორებით იზრდება და არასდროს ეხებიან ერთმანეთს ფესვებით. ირანში ყვავილობას იწყებს აპრილის დასაწყისში. მამრობითი ყვავილები ცოტათი ადრე იშლება, რაც ხეების სქესის გარჩევის საშუალებას იძლევა. ყვავის 3 – 4 დღე.
ფუტკრით დამტვერვის შესახებ მონაცემები ვერ მოვიპოვეთ. არაა მონაცემები თაფლოვანობის შესახებ. ალბათ იმიტომ, რომ ფისტა სულ 3–4 დღეს ყვავის. მისი გავრცელების არეალში კი, საკვები ბაზის სიმწირის გამო საერთოდ ფუტკარს ნაკლებად აშენებენ
ფსტის ნაყოფი კაკალია. ნაყოფი შედგება ორი ლებნისაგან; ნაჭუჭი თხელია. ისხამს ყოველწლიურად, მაგრამ ორ – სამ წელიწადში ერთხელ განსაკუთრებით მაღალი მოსავალი იცის. ირანული მონაცემებით ნაყოფი მწიფდება აგვისტოში, თურქული მონაცემებით – სექტემბერში.
ბუჩქების ფესვთა სისტემა 15 მეტრამდე ჩადის, ხოლო ხეების – 30 მეტრამდე. (შუა აზიური მონაცემები); ცოცხლობს 300 – დან 700 წლამდე.

გაგრძელება იხ. >>>>

_____________________________________________

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..