მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, N4, დეკემბერი, 2009 წ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარების სამსახურს.
ამის შესახებ განცხადება პრემიერ–მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე გააკეთა. მისივე თქმით, დღეისთვის საქართველოში დაფიქსირებულია 4 შემთხვევა, როდესაც ადამიანი H1N1 ვირუსის გამო გარდაიცვალა. თუმცა, ოთხივე შემთხვევა, მისი ინფორმაციით, იმით იყო გამოწვეული, რომ დაგვიანებით მიმართეს სამედიცინო დახმარებას.
პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, ვირუსი საკმაოდ მარტივად იკურნება, თუ დროულად იქნება აღმოჩენილი, ამიტომ მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ მაღალი სიცხის, ან სხვა სიმპტომების შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს.
როგორც პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არის მედიკამენტების და პირბადეების საკმარისი მარაგი. ასევე H1N1 ვირუსის მკურნალობა პოლიკლინიკებში უფასოა, ასევე აღნიშნული ვირუსით დაავადებულებს უფასოდ გადაეცემათ ის მედიკამენტები, რომლებიც ამ ვირუსის სამკურნალოდაა საჭირო.

საიტიდან: http://www.interpressnews.ge/ge/

Viewed 777 times by 329 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri