ბრძოლა არსებობისათვის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრძოლა არსებობისათვის – ორგანიზმთა მიერ წინააღმდეგობის გაწევა ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების იმ ფაქტორებისადმი, რომლებიც არახელსაყრელია მათი სიცოცხლისა და გავრცელებისათვის. არსებობისათვის ბრძოლის შედეგად გადარჩებიან და განსაკუთრებით მრავალრიცხოვან და სიცოცხლისუნარიან შთამომავლობას ტოვებენ ის ერთეულები, რომლებიც უკეთ შეეგუებიან გარმო პირობებს. ბრძოლა არსებობისათვის – ერთი სახეობის შიგნით და სხვადასხვა სახეობათა შორის ურთიერთმიმართების ერთ – ერთი ფორმა, წარმოადგენს მცენარეთა და ცხოველთა ევოლუციის ფაქტორს. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook