ბულბარული დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბულბარული დამბლა – (ნერვ. დაავ.) თავის ქალის კაუდალური ჯგუფის ნერვების ან მათი ბირთვების (IX, X, XI, XII) დაზიანება, რომლებიც განლაგებულნი არიან მოგრძო ტვინში. ვითარდება ყლაპვის დარღვევა, ხმა ხდება ჩუმი და დამწუხრებული, მეტყველება გაურკვევევი (დიზართრია). შესაძლოა გამოვლინდეს გულის მუშაობის დაქვეითება, არითმიები, სუნთქვის დარღვევა. წარმოადგენს რიგი დაავადებების სიმპტომს (გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, სირინგობულბალია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხ.). მკურნალობა. ძირითადი დაავადების მკურნალობა და საშუალებები, რომლებიც ასტიმულირებენ გულის და სუნთქვის მუშაობას.ბულბარული დამბლა – სინდრომი, რომელიც ხასიათდება რბილი სასის, ხორხის, ხახის, ენის კუნთების სისუსტით. ვლინდება დიზართრიით, დისფონიით, დისფაგიით, რბილის სასის დამბლით, ყლაპვის რეფლექსის დაქვეითებით. მიზეზები – დაავადებები, რომლებიც აზიანებენ თავის ტვინის ღეროს და ქალას ნერვებს, ნერვ – კუნთოვან გადაცემას და კუნთებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა