ბუშტოვნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბუშტოვნება – (კანისა და ვენ. დაავ.) სავარაუდოდ ვირუსული წარმოშობის ერთ – ერთი ყველაზე მძიმე დაავადება. განასხვავებენ ბუშტოვნების რამდენიმე ფორმას. ვულგარული ბუშტოვნება. გარეგნულად შეუცვლელ კანზე და ლორწოვან გარსებზე ვითარდება ბუშტუკები გამჭვირვალე სეროზული შიგთავსით. იხსნებიან რა სწრაფად, განსაკუთრებით ლორწოვან გარსებზე, ბუშტულები გარდაიქმნებიან მტკივნეულ, ღია წითელი ფერის ან თეთრი ნადებით დაფარულ ეროზიებად, რომლებიც მოარშიებულნი არიან ბუშტუკის ნაგლეჯებით. კანზე ბუშტუკების გამოყრა ვითარდება ბიძგისებურად: ერთნი ჩნდებიან, მეორენი სკდებიან და წარმოქმნიან ეროზიებს. ეს უკანასნკნელნი შედარებით სწრაფად განიცდიან ეპითელიზაციას, რის შემდეგაც ტოვებენ პიგმენტაციას. ზოგჯერ ბუშტუკების შიგთავსი ხდება შემღვრეული და ჩირქოვანიც კი. აღნიშნული ფორმის დროს ვლინდება ნიკოლსკის სიმპტომი, რომლის დროსაც ჯანმრთელ უბნებზე, ხშირად ბუშტუკების ახლოს, ხდება ეპითელიუმის აშრევება. ეროზიებიდან ანაბეჭდების გამოკვლევის დროს ნახულობენ აკანტოლიტურ უჯრედებს. ფოთლისებური ბუშტოვნება. აღნიშნული ფორმის დროს ვითარდება ზედაპირული, მკვრივი, დუნე ბუშტუკები, რომლებიც დაფარულნი არიან თხელი გარსით, სწრაფად სკდებიან და წარმოქმნიან ეროზიებს. ნიკოლსკის სიმპტომი იშვიათად დადებითია; პროცესი ძალიან სწრაფად ვრცელდება კანის მთელ საფარველზე მასიური ეროზიების წარმოქმნით. ლორწოვანი გარსები, როგორც წესი, არ ზიანდება. ვეგეტატიური ფორმა. დაავადება იწყება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებით. შემდეგ ბუნებრივი ხვრელების ირგვლის და კანის ნაკეცებში ვითარდებიან ბუშტუკები. მათი გახსნის შემდეგ ეროზიების ზედაპირებზე წარმოიქმნებიან პაპილომატოზური წანაზარდები, რომლებმაც შესაძლოა განიცადონ შეწრყმა და წარმოქმნან ვეგეტაციური ზედაპირი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვეგეტაციები ცხრებიან, მკვრივდებიან, ეროზიები განიცდიან ეპითელიზაციას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..