გალოპის რიტმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გალოპის რიტმი – გულის სამწევრა (იშვიათად ოთხწევრა) რიტმი, რომლის წარმოქმნაც განპირობებულია ფიზიოლოგიური ტონების გაძლიერებით, რომელიც ნორმის პირობებში არ მოისმინება (მაგრამ რეგისტრირდება ფონოკარდიოგრაფიულად). აუსკულტაციური ნიშნებით მოგვაგონებს ცხენის გალოპის რიტმს. ამ დროს გულის თითოეული ციკლის დროს გარდა ორი ტონისა მოისმინება დამატებითი ტონი. დამატებითი ტონი გალოპის რიტმის დროს აუსკულტაციურად მოისმინება როგორც დამოუკიდებელი, და არა როგორც პირველი და მეორე ტონის გაორმაგებული კომპონენტი.

გაფრთხილება!

 

Share this...Share on Facebook
Facebook