გამეტოგენეზი

გამეტოგენეზი – 1. (gametogenesis გამეტა და ბერძნ.genesis – განვითარება) სასქესო უჯრედების განვითარება. იხ.სპერმატოგენეზი და ოოგენეზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

2. გამეტოგენეზი – სასქესო ჯირკვლებში სასქესო უჯრედების – გამეტების წარმოქმნის პროცესი.

3. გამეტოგენეზი (gametogenesis) – სასქესო უჯრედების განვითრების პროცესი. მცენარეებში გამეტოგენეზი წარმოდგენილია მიკროსპოროგენოზით და მაკროსპოროგენოზით, ხოლო ცხოველებში გამეტოგენეზი (სპერმატოგენეზი და ოოგენეზი) მიმდინარეობს სპეციალურ სასქესო ორგანოებში – გონადებში (ლოკალიზებული გამეტოგენეზი) ან სხეულის ნებისმიერ ნაწილში, როგორც მაგალითად, ღრუბელებში, ზოგიერთ ნაწლავღრუიანებსა და ბრტყელ ჭიებში (დიფუზური გამეტოგენეზი).


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook