ბენიეს ცისტადენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბენიეს ცისტადენია – კეთლთვისებიანი ეპითელიური ცისტადენომა. ერუპტიული ჰიდრადენომა, სირინგოცისტადენომა, საოფლე ჯირკვლების ადენომა: ხშირად გვხვდება ქალებში – კისერზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე და მუცლის არეში. აღინიშნება პატარა ქინძისთავისა და ცერცვისოდენა ხორკლები, მრგვალი ან ოვალური, კანის ფერით ან მოყვითალო სადა ზედაპირით, რბილი კონსისტენციისაა. სუბიექტურ გამოვლინებებს არ იწვევს და არ ახასიათებს ავთვისებიანი გადაგვარება. წარმოიქმნება საოფლე ჯირკვლების და მათი სადინრების გადაადგილებული ჩანასახიდან. სინონიმები: ჟაკე – დარიეს სინდრომი, ნეიმანის სირინგოცისტომა, იარიშის ჰემაგოენდოთელიომა. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა