ბერეტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბერეტის სინდრომი – წარმოადგენს კუჭ – ნაწლავის რეფლექსის გართულებას და განიხილება როგორც სიმსივნის წინა დაავადება. კიბო ვითარდება საყლაპავის ქვედა ნაწილში და საყლაპავის გარეთაც (ენა, ხახა, სასა, ფილტვები). მამაკაცები ავადდებიან ორჯერ უფრო ხშირად. სინდრომის განვითარებას ხელს უწყობს ალკოჰოლი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების რეგულარული მიღება და თამბაქოს წევა. დამახასიათებელია საყლაპავის წყლულის და სტრიქტურის განვითარება, დიაფრაგმული თიაქარი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა