ბერნეტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბერნეტის სინდრომი – (C. H. Burnett; რძე – ტუტოვანი სინდრომი) ჰიპერკალციემიის სინდრომი მეტაბოლური ალკალოზითა და კალციუმის ჩალაგებით კონიუნქტივაში, თვალის ბადურაში და სხვ. ქსოვილებში, რაც განპირობებულია საკვებთან ტუტეებისა (კალციუმისა და მაგნიუმის კაბონატები) და რძის ხანგრძლივი მიღებით. სინდრომი აღენიშნება წყლულოვანი დაავადების მქონე ავადმყოფებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებიან რძის დიეტაზე. კლინიკურ სურათში აღინიშნება ჰიპერკალციემიისათვის დამახასიათებელი სიმპტომები: ზიზღი რძიანი პროდუქტებისადმი, გულისრევა, ღებინება, ზოგადი სისუსტე, აპათია, კანის ქავილი; ვლინდება ასევე თირკმლის დაზიანება მათი უკმარისობის ნიშნებით და ხშირად მეორადი პიელონეფრიტის გამოვლინებით; განსაკუთრებით ხშირი და მუდმივი სიმპტომია კალციუმის ჩალაგება რქოვანაში, კონიუნქტივაში, ასევე თირკმლის მილაკებში. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა