ბერნჰეიმის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბერნჰეიმის სინდრომი – (P. Bernheim, ფრან. კარდიოლოგი) მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობის სიმპტომების არსებობა ფილტვის ჰიპერტენზიისა და მარჯვენა პარკუჭის პირველადი დაზიანების ნიშნების არარსებობისას; ვითარდება მარჯვენა პარკუჭის ღრუს მოცულობის შემცირების შედეგად, მის სანათურში პარკუჭთაშუა ძგიდის გამობერვის გამო (მაგ. მარცხენა პარკუჭის მკვეთრი ჰიპერტროფიის და დილატაციის დროს ან პარკუჭთაშუა ძგიდის ანევრიზმის დროს).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა