ბეჯელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბეჯელი – (არაბ. bejel) ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სპიროქეტა. გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ავადმყოფობა გადაეცემა დაავადებული ადამიანისაგან უშუალო კონტაქტით, ან საგნებით. დაავადების სიმპტომები ვლინდება 2 კვირიდან – 3 თვის შემდეგ. დამახასიათებელია კანზე გამონაყარი. გვიან სტადიაში, 1 – 5 წლის შემდეგ, სხვადასხვა ორგანოებში ჩნდება გუმები (ანთებითი კვანძები), ზიანდება ძვლები, რაც იწვევს ინვალიდობას. სამკურნალო – პროფილაქტიკური ღონისძიებები ისეთივეა, როგორიც სიფილისის დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა