ბივალენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბივალენტა – (bivalenta ლათ.bi – ორი და valere – ღირებულება) – I რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების ორ წყვილად განლაგებული ჰომოლოგიური ქრომოსომები მეიოზის პროფაზის პაქინემურ სტადიაზე. ნორმალურ შემთხვევებში ბივალენტების რიცხვი ჰაპლოი­დურ ნაკრებში ქრომოსომების რიცხვის ტოლია. მოგვიანებით დიპლო­ნემის სტადიაზე ბივალენტას თითოეული ქრომოსომა იხლიჩება ორ ქრომატიდად, რასთან დაკავშირებითაც მათში ქრომატიდების საერთო რიცხვი ოთხს უტოლდება. ამიტომ ასეთ ბივალენტებს ტეტრადები ეწოდება. ტერმინი შემოიღო ჰეკელმა – (1892). იხ.უნივალენტა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ბივალენტები – (ბი … და ლათ. valens, entis – ძლიერი), კონიუგირებული ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილები, რომლებიც მეიოზში ბირთვის გაყოფის დროს წარმოიქმნება. ბივალენტებში ქრომოსომებს შორის ჩნდება ქიაზმები – (X – ისმაგვარი ფიგურები). ამ დროს შესაძლოა მოხდეს გენეტიკური მასალის გაცვლა. ნორმალურ პირობებში ბივალენტების რაოდენობა ჰაპლოიდური (ერთმაგი) კომპლექტის ტოლია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა